საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა პრესკონფერენცია გამართა და არც უკმაყოფილება დაუმალავს მთავარი არბიტრის მიმართ.
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის დამსახურებაა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო მსაჯმა გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც გოლი გაუქმდა და კაცნაკლულნი დავრჩით. მიქაუტაძე ჩვენს ფეხბურთელს ექაჩებოდა, მსაჯის გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია. მეორედ ხდება როცა ამ არბიტრმა განსაჯა ჩვენი თამაში და ამჯერადაც ყველაფერი კატასტროფით დასრულდა.
ქომაგი განსაკუთრებული იყო, პირველ ტაიმში იგრძნობოდა, რომ ატმოსფერო ჩვენს ფეხბურთელებზე ცუდად მოქმედებდა, მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ ამან ვერ გვიშველა.
განსაკუთრებით რთული გამოდგა ჩვენთვის მსაჯის გადაწყვეტილების შემდეგ თამაში, მათ მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, თუ მომენტი გადამოწმდა, მაშინ კიდევ ორი წამით უნდა დაბრუნებულიყვნენ და მიქაუტაძე დაეჯარიმებინათ. ამ მომენტმა თამაშის ბედი განსაზღვრა.
პირველ ტაიმში ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, განსაკუთრებით სათამაშო ტემპით. მეორე ტაიმი გამოსწორდა, 10 კაცითაც კი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ ყოფილა დამოკიდებული.
გოლის ჩათვლის შემთხვევაში სულ სხვა თამაშს იხილავდით. ვწუხვარ რომ ასე არ მოხდა.
სრული მომენტი მატჩის შემდეგ ვნახე, თამაშის დროს ყველაფერი სწრაფად მოხდა და ბევრი ვერაფერი დავინახე. თამაშში ჩანდა თითქოს მიქაუტაძე საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საჯარიმოს გარეთ იყო. ასევე, მიმაჩნია, რომ წითელი ბარათით ფეხბურთელის დასჯა გადამეტებულია.
იმედი მაქვს ასეთი შანსი კიდევ მოგვეცემა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.