სარჩევი
ლივერპული vs მანჩესტერ სიტი | Setanta Sports
2024 მარ 10, 17:48 შშ
2 წუთის საკითხავი

ლივერპული vs მანჩესტერ სიტი – პრემიერ ლიგაში ტოპ მატჩის დღეა. ენფილდზე ჩემპიონობის 3 პრეტენდენტიდან 2 ითამაშებს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ზე 19:45 წუთიდან დაიწყება.

არსენალი 2:1 ბრენტფორდი

ტურის დაწყებამდე ლივერპული 1-ლი იყო, მანჩესტერ სიტი კი – მე-2. ძალთა ბალანსი არსენალმა შეცვალა, რომელმაც ბრენტფორდი, მინიმალურად, 2:1 დაამარცხა.

ტურის მიმდინარეობისას პირველ ადგილზე არსენალი გადავიდა. შესაბამისად, ლივერპულმა და სიტიმ თითო ადგილით უკან დაიხიეს, თუმცა დღევანდელ მატჩში 3 ქულა ორივე გუნდისთვის ერთპიროვნულ პირველ ადგილს ნიშნავს.

ლივერპული vs მანჩესტერ სიტი

საგულისხმოა, რომ ეს იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას, ამ ეტაპზე, ბოლო დაპირისპირება იქნება პრემიერ ლიგაში. მიზეზი ნათელია, იურგენ კლოპი ლივერპულს სეზონის ბოლოს დატოვებს და სამწვრთნელო საქმიანობიდან დაისვენებს.

საინტერესოა, რომ მწვრთნელებს, ერთმანეთის პირისპირ თითქმის თანაბარი სტატისტიკა აქვთ.

სად ვუყურო ლივერპული vs მანჩესტერ სიტის

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება შესაძლებელი. შეხვედრა ენფილდზე, 19:45 წუთიდან დაიწყება.

პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში, შეძლებთ თვიურ გამოწერაზე 30 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. ეს ვრცელდება როგორც ახალ რეგისტრირებულ მომხმარებელზე, ასევე არსებულ გამომწერებზე, რომელთაც პაკეტის განახლება სურთ.