ლივერპული vs ვულვზი – სეზონის გადასარჩენად

ლივერპული vs ვულვზი | Setanta Sports

ლივერპული და ვულვზი მე-7 ტურის გამოტოვებულ შეხვედრას ჩაატარებენ. ენფილდი მორიგი სამი ქულის მოლოდინშია. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე 23:55 წუთიდან დაიწყება.

11 მატჩში ლივერპული და ვულვზი ერთმანეთში მეოთხედ ითამაშებენ. ყველაზე მეტჯერ მიმდინარე სეზონში გუნდები სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სატურნირო მდგომარეობა – ლივერპული vs ვულვზი

ლივერპული მატჩს მე-7 ადგილზე ხვდება. მერსისაიდელებს 23 მატჩის შემდეგ 36 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე მყოფ ტოტენჰემს 9 ქულით ჩამორჩებიან. იურგენ კლოპის გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ეს პოტენციური უპირატესობაა.

ვულვზი 24 ქულით მე-15 ადგილზეა. ბოლო 4 მატჩში იულენ ლოპეტეგის გუნდმა 7 ქულა აიღო და გასავარდნ ზონასაც მოშორდა. თუმცა უპირატესობა მე-18-ზე მყოფ ევერტონთან მხოლოდ 3 ქულაა.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილი | Setanta Sports
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილი

რა თქვა იურგენ კლოპმა მატჩამდე

“თუკი ამგვარ ვითარებაში კლუბს წარმატების მიღწევა შეუძლია, ეს უდავოდ ჩვენ ვართ”. ეს იურგენ კლოპის სიტყვებია. ლივერპულის მთავარი მწვრთნელი მთავარ აქცენტს ერთიანობაზე აკეთებს და ენფილდის ეიმედება.

იურგენ კლოპის პრესკონფერენცია ვულვზთან მატჩამდე

რა თქვა იულენ ლოპეტეგიმ

სეზონში მეოთხედ თამაშს ხაზი ესპანელმა სპეციალისტმაც გაუსვა. ლოპეტეგის თქმით, მის გუნდს უზადო თამაშთან მიახლოება სჭირდება, რათა ენფილდზე წარმატებას მიაღწიოს.

“ჩვენ არა მეტოქის პოზიციაზე, არამედ მისი ფეხბურთელების კლასზე ვართ ორიენტირებულები. მათ დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ.

წინა სამივე მატჩი განსხვავებული იყო. ჩვენ ჩვენივე თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიყოთ, რათა წარმატებაზე ფიქრი შევძლოთ”.

იულენ ლოპეტეგი – ვულვზის მთავარი მწვრთნელი

ფაქტები ლივერპული vs ვულვზი

2023 კალენდარულ წელს ლივერპულმა 4 მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო. მთელი 2022-ის მანძილზე კი გუნდს ასეთი მხოლოდ 2 თამაში ჰქონდა.

ურთიერთშეხვედრები

  • ლივერპულმა ბოლო 20 საშინაო მატჩიდან ვულვზს 18 მოუგო
  • წინა მატჩის 3:0 მოგების შემდეგ ვულვზმა წაგებათა 11-მატჩიანი სერია შეწყვიტა ლივერპულთან
  • 1950-51 სეზონის შემდეგ ვულვზს შანსი აქვს სეზონში, ლიგაში მერსისაიდელებს ორივე მატჩი მოუგოს

ლივერპული

  • ლივერპულმა ბოლო 4 საშინაო მატჩიდან 3 მოიგო
  • ბოლო 3 მატჩია ლივერპულს გოლი არ გაუშვია. გუნდმა ამ დროში კარში 5 ზუსტი დარტყმა მიიღო, აქედან 4 – ნიუკასლისგან
  • ბოლო 13 შუა კვირის მატჩიდან კლოპის გუნდმა 12 მოიგო. აქედან, 8 მიჯრით
  • პრემიერ ლიგაში ლივერპული ერთადერთია, ვისაც საჯარიმოს გარედან გოლი არ გაუშვია
  • ორი გოლიც და მოჰამედ სალაჰი რობი ფაულერის 128-გოლიან შედეგს გაიმეორებს

ვულვზი

  • ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან ვულვზმა მხოლოდ 1 წააგო
  • 2022-23 სეზონში გუნდმა სტუმრად კარი მშრალად მხოლოდ 1-ელ შეინახა
  • ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებს ვულვზმა ბოლო 12 მატჩიდან 1 მოუგო. ის 1 სწორედ ლივერპული იყო
  • მეორე ტაიმებში მგლებს მხოლოდ 7 გოლი აქვთ გატანილი, ეს კი ლიგაში ყველაზე უარესი მაჩვენებელია

სად და როდის ვუყუროთ ლივერპული vs ვულვზს

ლივერპული – ვულვზის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი 23:55 წუთიდან setantasports.com-სა და Setanta Sports 3-ზე იქნება. ქართულენოვან რეპორტაჟს კომენტარს ანდრო ხელაძე და ირაკლი იმედაძე გავუკეთებთ.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟე დაიწყო. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე