ვილი სანიოლის პრესკონფერენცია – ფეხბურთი ჭადრაკი და მათემატიკა არ არის

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩებამდე | Setanta Sports

ამ წუთებში, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია იწყება. მედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სასტუმრო პულმანში ხვდება.

ინფორმაცია ლაივ რეჟიმში განახლდება და მკითხველს საშუალება ექნება პრესკონფრენციას ფეხდაფეხ მიჰყვეს.

კითხვა ალექსანდრე იაშვილთან: რამდენად კომფორტულია ნაკრებისთვის, შეკრება გაიაროს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სასტუმრო პულმანში?

მთელი ნაკრები, ჩვენც ვართ თვითკრიტიკულები. ვცდილობთ გავაანალიზოთ ბოლო თამაშები. ყოველთვის ვიღებთ თქვენს კრიტიკას. ბოლო დროს ცუდი ფონი იყო. სტატისტიკა მნიშვნელოვანია. არ მახსენდება, რომ რომელიმე მწვრთნელს აქამდე 10 თამაშიდან, შოტლანდიასთან მატჩამდე 8 მოეგოს და 2 ფრედ ეთამაშოს.

მე არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას. ჩვენი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ამისთვის კი ერთიანობაა საჭირო.

ჩვენი მიზანია, რომ ნაკრებს ჰქონდეს საუკეთესო პირობები. მესხი 2 მოედანი არის ახლოს. ეს მნიშვნელოვანია. სასტუმრო უფრო ხმაურიანია, ვიდრე შერატონი. ეს ყველაფერი სანამ შეირჩეოდა, ფეხბურთელებთან იქნა შეთანხმებული.

ჩვენი მიზანი ყოველმხრივ განვითარებაა. თუ რაღაც იქნება, ფეხბურთელები თავს უკეთესად იგრძნობენ, მზად ვართ, რომ გავაუმჯობესოთ.

ალექსანდრე იაშვილი

კითხვა: რას გულისხმობდა, ვილი სანიოლი, როდესაც ესპანეთთან მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო?

მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ეს კატასტროფა იყო. როგორც ვთქვი, პასუხისმგებლობა ჩემზე იყო. რადგან გადავედით 4 მცველზე, ნაცვლად 3 მცველისა. ზოგჯერ უნდა შეცვალო, რათა მხოლოდ 1 სისტემა არ გქონდეს.

არ მეშინია ვთქვა, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო. არ უნდა შეგეშინდეს ამის. შეიძლება, განსხვავებულები ვყოფილიყავით მინდორზე. ამ მატჩმა გვაჩვენა, რომ ჯერჯერობით რაღაც საკითხები ადრეა.

ნორვეგიაში კარგი მატჩი ჩავატარეთ. შეიძლება მომავალში ფორმაცია შეიცვალოს, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ 3 მცველით თამაშს გავაგრძელებთ.

კონკრეტულად არ ვიტყვი მომდევნო მატჩებში რა ფორმაციით ვითამაშებთ.

ვილი სანიოლი

კითხვა: რა პრინციპით ირჩევა შემადგენლობა?

რაც შეეხება შემადგენლობას – ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ერთი და იმავე მიდგომით ვირჩევ. სხვადასხვა რაღაცები უნდა გაითვალისწინო.

მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე ბევრს არ თამაშობს. ეს უარყოფითია, რადგან ჩვენ ფეხბურთელები პრაქტიკით გვჭირდება. თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ბუდუ ნაკრებში გამოვიძახეთ, ის მაქსიმალურად იხარჯებოდა, ამიტომაცაა ის ჩვენთან.

კლუბისგან განსხვავებით, ნაკრები სხვანაირია. მაგალითად, აბურჯანია – ის ჩვენთან ერთად 3-4-ჯერ კარგად არ გამოყურებოდა. გამოუძახებლობით ფეხბურთელს ამას ვუთითებ. თუმცა მომავალში ის თავისუფლად შეიძლება დაბრუნდეს.

ასევეა გოჩოლეიშვილთან მიმართებაში. ადრე ასე იყო კვეკვესკირთან დაკავშირებით.

კარი არასდროს არავის დამიკეტავს. სიტუაცია სტატიკური არ არის. ყოველთვის ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო – ფიზიკური მდგომარეობა, მენტალობა…

ვილი სანიოლი

კითხვა: რა რეაქცია ჰქონდა გუნდს მარცხების შემდეგ? თუ გქონდათ მათთან საუბარი? ასევე, რა სტანდარტით შეარჩიეთ ივა გელაშვილი ნაკრების შემადგენლობაში?

თუ რაღაცაზე არ ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის. ერთა ლიგაზე კვლავ ნახევარფინალში გავდით. ეს კი ჩვენთვის მთავარი მიზანი გახდა. ეს საქართველოსთვის ყველაზე მარტივი გზაა.

ჩვეულ კვალიფიკაციაში საკმაოდ ძლიერი გუნდები შეგვხვდნენ. მათი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩებს თამაშობენ. ასეთ გუნდებთან და ამგვარ გამოწვევებთან გამკლავება ჩვენ უკეთესს გვხდის.

მარტში არ გვექნება საშუალება, საქმეში ახალი ფეხბურთელები ვნახოთ. ივა გელაშვილიც ამ გეგმის ნაწილია. ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე საკმაოდ სტაბილური იყო. მიუხედავად იმისა, რომ სპეცია, მისი გუნდი სერია B-შია, ეს მაინც იტალიაა. გვსურს ვნახოთ, რისი შემატება შეუძლია მას ნაკრებისთვის.

ტაილანდი და კვირპოსი – ეს ორი მნიშვნელოვანი მატჩია. ამ მატჩებმა თვითრწმენა უნდა მოგვცეს ნოემბრის მატჩებისთვის. ტაილანდი, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურია, ისეთივე მნიშვნელოვანი მატჩია, როგორიც – კვიპროსთან.

ვილი სანიოლი

კითხვა: რას გვაძლევს სუსტ გუნდებთან ამხანაგური მატჩები? 4 თვის წინ გვკითხეთ, ცენტრალურ დაცვაში პრობლემების შესახებ – ხომ არ დადგა დრო, რომ გამოცდილ ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითადში ამ პოზიციაზე დგანან, მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ აპლოდისმენტებით, ან სკამზე გადასხდნენ?

ერთა ლიგის შექმნის შემდეგ, ყველა ნაკრებს თავისუფალი ადგილი ფანჯარაზე არ აქვთ. ამხანაგურები უეფასთან თანხმდება და ამიტომაც შეირჩნენ ეს მოწინააღმდეგეები.

ალექსანდრე იაშვილი

ბოდიშის მოხდით, თქვენს მოსაზრებას არ გავიზიარებ. როდესაც თანამედროვე ფეხბურთში პრობლემა გექნება დაცვაში, არ ნიშნავს, რომ ეს დაცვის პრობლემაა. ეს მთლიანი გუნდის სისტემის პრობლემა შეიძლება იყოს.

თუ შეტევაში გოლი გადის, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თავდასხმის დამსახურებაა. მარტო მცველები არ იცავენ თავს და მხოლოდ შემტევებს არ გააქვთ.

თუ ფეხბურთელი, შესაბამის დონეს ვერ აჩვენებს, მას სხვა ჩაანაცვლებს. გელაშვილი, საზონოვი, რომელიც ახლა ტრავმირებულია. შენ უნდა აჩვენო დონე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენს ადგილს სხვა დაიკავებს.

გელაშვილი, მაგალითად, ევროპის კარგ ლიგაში მას ჯერ არ უთამაშია. ის გუნდს ნელ-ნელა უნდა შეუერთდეს.

ეს არ არის ჭადრაკი ან მათემატიკა, აქ ცდები უნდა ჩაატარო.

ბოლო 3 წელში, მთლიან ევროპაში, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ახალი ფეხბრუთელების ინტეგრაციის მხრივ. თუ საინტერესო ფეხბურთელი ნაკრბეთან ერთად ამ ეტაპზე არ არის, ეს ჩემი გადაწყვეტილებით ხდება.

ბულგარეთთან მაგალითად, ბევრი გოლი გავიტანეთ, თუმცა ესპანეთთან ბევრი გოლი გავუშვით.

ჩვენ ყველა თავს ერთად ვიცავთ და ერთად ვუტევთ – ეს გლობალურია საკითხია.

ვილი სანიოლი

კითხვა: გიორგი გოჩოლეიშვილს სექტემბრის მატჩები ჩაუვარდა, თუმცა მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მისი დებიუტი შედგა. მას ერთი სული ჰქონდა, როდის გამოასწორებდა მის შეცდომებს. ხომ არ იყო ახლა ამის საუკეთესო დრო? რა არის გოჩოლეიშვილის “დასჯის” მიზეზი?

კითხვა ალექსანდრე იაშვილთან: რა ხდება კონსტანტინ მარადიშვილსა და ჯოვინო ფლამარიონზე? ან ვინმე ახალი ხომ არ არის ჰორიზონტზე?

ვმუშაობთ, ასეთ ფეხბურთელებზე, ვინც წარმოშობით ქართველია. მარადიშვილის პრობლემა არის FIFA-ს წესი: 21-წლამდელებში თამაში უკვე პრობლემაა. თეორიულად შანსი არის, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს. თუმცა FIFA-სგან არ არის თანხმობა ჯერ.

ჩვენი მიზანია, ასეთი ფეხბურთელები მოვიყვანოთ, შემდეგ უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.

ჯოვინოს კი წყვეტა აქვს, როდესაც განათხოვრებული იყო 3 თვით სხვა გუნდში. 5 წელიწადში ამ წყვეტის გამო FIFA მას არ აძლევს უფლებას ითამაშოს საქართველოს ნაკრებში.

ალექსანდრე იაშვილი

ვცდილობ კონკრეტულად ერთ ფეხბურთელზე არ ვისუაბრო ხოლმე, თუმცა თუ ასე გსურთ ვისაუბროთ. გოჩოლეიშვილი დასჯილი არ არის. თუ ერთი ფეხბურთელია აქ, ესეიგი მეორე ვეღარ ხვდება.

მაგალითად გოჩო რომ ყოფილიყო, საბა ლობჟანიძე უნდა დარჩენილიყო ნაკრებს მიღმა.

ყოველთვის ადვილია ვიღაცაზე თქვა რატომ არ არის აქ ან ის რატომ არის. ეს გუნდია, ყველა პოზიციაზე შესაბამისი რაოდენობის ფეხბურთელებით.

ის ბოლო 4 შეკრებაზე იყო, ეს ნიშნავს, რომ მე მას ვენდობი. მაგრამ ნაკრები საერთაშორისო დონეზე თამაშობს. საქმე მხოლოდ ნდობას არ ეხება. საქმე ეხება ნაჩვენებ ხარისხს.

მისი შეცდომით რამდენიმე, 6 გოლი გავიდა. პირველად მან მაროკოსთან ითამაშა.

მნიშვნელოვანია სწორი გზავნილები გავუშვა სხვა ფეხბურთელების მიმართ.

თუ ის ითამაშებს ისევ, გამოვა, რომ სიგნალი იქნება სხვებისთვის, რომ შეგიძლიათ დაუშვათ შეცდომები. მისი არყოფნა დღეს არ ნიშნავს, რომ ნოემბერში ან მარტში არ იქნება. შახტარში ის სკამზე დარჩა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მისი პირველი წელია, საზღვარ გარეთ. რამდენიმე თვეში ის საბურთალოდ, ნაკრებში და შახტარში მოხვდა. ის დაბრუნდება ნაკრებში ახლო ან შორ მომავალში. თუ დონეს ვერ აჩვენებ, რა უნდა ვუთხრა სხვა ფეხბურთელებს. ვერ ითამაშეთ და მე მაინც გამოგიძახებთ? არ იქნება მართებული.

ეს გუნდს ეხება და მე გადაწყვეტილებები უნდა მივიღო – ზოგჯერ კარგი, ზოგჯერ ცუდი.

ვილი სანიოლი

კითხვა: თვლის თუ არა, რომ რეგრესია? ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელებს რა პრინციპით იძახებს და ხომ არ შეცვლილა მისი თავდაპირველი მიდგომა?

არ შევადარებ წინა ფლეიოფს მაკედონიასთან და ახლა. არ ვეთანხები, მოსაზრებას, რომ რეგრესია. ერთა ლიგის ხარისხის შემდეგ, ჩვენთვისაც გულდასაწყვეტია ბოლო თამაშების შედეგები.

როცა აშენებ გაქვს ცდები. თუ მოიგებ, ყველა ბედნიერია, თუ მარცხდები ყველა – პირიქით. საჭიროა სწორი ანალიზი. მივესალმებით ჯანსაღ კრიტიკას.

თუ ფეხბურთელი კარგად თამაშობს, არ აქვს მნიშვნელობა – ფეხბურთელი საქართველოში თამაშობს, აზერბაიჯანში თუ უნგრეთში, წიტაიშვილი, მამაჩაშვილი სხვები…

ნაკრებში საერთაშორისო დონეზე საჭიროა, რომ ინტენსიურად შეძლო 90 წუთის თამაში. ესაა კრიტერიუმი რითიც განვსაზღვრავ.

ვილი სანიოლი

კითხვა: თუ თავად გამოუცდელს ენდნენ, თავად რატომ არ ენდობა პირობითად სხვა გამოუცდელ ფეხბურთელებს?

არ ვიცი რა გიპასუხოთ, ბევრ რამეს აერთიანებთ თქვენს კითხვაში. როგორც ფეხბურთელი, მინიმუმ 1-ელ უმაღლეს მწვრვალზე ვიყავი. როგორც მწვრთნელი, მართალია არც სიტიში, ან ბაიერნში, ან საფრანგეთის ნაკრებში არ ვყოფილვარ, თუმცა რაც არ მომხდარა ამის გამო ვერ მოვიბოდიშებ.

როგორც მოთამაშემ – სამწვრთნელო საქმიანობაში ბევრი რამ ავიღე.

კითხვის შინაარსს ვერ ჩავწვდი.

ვილი სანიოლი

ჯანსაღ კრიტიკაში ამას ვგულისხმობდი, შენი ქვეყნის გუნდის მთავარ მწვრთნელს სხვანაირი კითხვა უნდა დაუსვა. თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია.

ალექსანდრე იაშვილი

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან 12 ოქტომბერს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს კვიპროსთან 15 ოქტომბერს შედგება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე