სარჩევი
2023 ივნ 07, 19:52 შშ
1 წუთის საკითხავი

ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ყველა გავლენიანი გამოცემა წერს, რომ ლიონელ მესი ძალიან მიუახლოვდა ინტერ მაიამის. მიუხედავად არაბების სარფიანი შეთავაზებისა, მიუხედავად სახლში დაბრუნების დიდი სურვილისა, ინტერ მაიამის შანსები ყველაზე მეტად გაიზარდა.

თავდაპირველად აქტიურად საუბრობდნენ ბარსელონაზე, საქმეში ჩართული იყო მესის მამა და აგენტი ხორხე მესი, გამოიძებნა საერთო ინტერესიც – ლა ლიგა ტრანსფერს ხელს მაქსიმალურად შეუწყობდა, რადგან მესის დაბრუნებით მათი პრესტიჟი და შემოსავლები ისევ გაიზრდება. მესის დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა ლაპორტასა და ჩავი ერნანდესს, მაგრამ ყველაფერი ძალიან გართულდა.

როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, მესის რეგისტრაციის გარანტიას ვერ აძლევენ, ამიტომ, მოცდას თხოვენ იქამდე სანამ სატრანსფერო ბაზარი არ გახურდება, ბარსელონა კი რამდენიმე ფეხბურთელს არ გაყიდის. ლეოს კი მოცდა არ სურს.

ერთი შეხედვით უცნაური შემთხვევაა, თითქოს მთელი მსოფლიო ითხოვს და ელის მესის ბარსელონაში დაბრუნებას, თითქოს ყველაფერი მზად იყო ამისათვის, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა.

ჯერჯერობით ასეა. თუმცა, არ არის გამორიცხული ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალოს.

მესი სენ ჟერმენს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. ფრანგებს მისი შენარჩუნება სურდათ, მაგრამ არგენტინელმა სხვაგვარად ისურვა. ვერც იმას ვიტყვით, რომ წარმატებული ფრანგული კარიერა გამოიუვიდა, პარიზში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ჩაიყვანეს, თუმცა, არაფერი გამოვიდა.