სარჩევი
2022 დეკ 26, 13:26 შშ
1 წუთის საკითხავი

რობერტ ლევანდოვსკიმ Mundo Deportivo-სთან სეზონის პირველ ნახევარზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 34 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

ჩემოიონთა ლიგაზე გამოცდილება დაგვაკლდა. ეს არის ტურნირი სადაც ყველა დეტალი გათვალისწინებული უნდა გქონდეს, უნდა იცოდე როგორ მოიგო თამაში. ერთი მხრივ, ტრავმებმა დიდი ზიანი მოგვიტანა, მეორე მხრივ კი გამოცდილება არ გვეყო. თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები სწორედ ასეთ მატჩებში იზრდებიან“.

პოლონელს ჰკითხეს მზად არის თუ არა ბარსელონა ლა ლიგისა და ევროპა ლიგის ჩემპიონი გახდეს.

რა თქმა უნდა, გვაქვს შანსი, რომ ორივე ტიტული მოვიგოთ. ლა ლიგას ვლიდერობთ, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, ლიდერობა ყოველ მომდევნო შეხვედრაში უნდა განვამტკიცოთ. ევროპა ლიგაზე კი ჯერ მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედზე უნდა ვკონცენტრირდეთ”.

ლევანდოვსკიმ ასევე ისაუბრა სამმატჩიან დისკვალიფიკაციაზე. ბარსელონას წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის. სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, ლევანდოვსკის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება.

გადაწყვეტილება უსამართლოა. ჩემი ჟესტი მსაჯის მისამართით არ იყო განკუთვნილი, მე ჩავის მივმართე, ამაში ცუდი არაფერი ყოფილა, მათ კი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. ამას არ ვიმსახურებდი. ბარათი დავიმსახურე და ერთი მატჩის გამოტოვება საკმარისი იქნებოდა”.

რომარიომ ბარსელონაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 30 გოლი გაიტანა, მას მერე საკუთარ თავს მიზნად უსახავდა, რომ ყველა სეზონში 30 გოლი გაეტანა, თქვენ რას იტყვით ამაზე? – ჰკითხეს ლევანდოვსკის.

სადებიუტო სეზონში 30 გოლი ძალიან კარგი იქნებოდა, ახლა სამი მატჩით ნაკლებს ჩავატარებ, მაგრამ დარჩენილი მატჩებისთვის უკეთ მოვემზადები”.