სარჩევი
კვარა სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელია და მას სპალეტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის აქებს | Setanta Sports
2023 მარ 10, 21:57 შშ
2 წუთის საკითხავი

სეზონში მეორედ, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში საუკეთესოდ დაასახელეს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გულშემატკივრების ხმის მიცემის შედეგად გაიმარჯვა.

თებერვალში კვარას ანგარიშზე სერია A-ში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.

ხვიჩამ თითო გოლი სასუოლოს, კრემონეზესა და სპეციას გაუტანა. ოსიმენზე ასისტიც კვარამ სპეციასთან შეასრულა.

კვარასთან ერთად ჯილდოსთვის ვიქტორ ოსიმენი, ანხელ დი მარია, ფედერიკო ბასკიროტო და ალექსეი მირანჩუკი იბრძოდნენ.

ნომინაციაზე ფეხბურთელების წარდგენის შემდეგ ხმას გულშემატკივრები აძლევენ. სოციალურ ქსელებში ქართული საზოგადოების ერთიანობა და მაღალი აქტივობა, არახალია.

შედეგად, კვარამ აგვისტოს შემდეგ თვის საუკეთესო ფეხბურთელის რეგალია მეორედ მოიპოვა.

ამ სეზონის შედეგები ასე გამოიყურება:

  • აგვისტო – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო)
  • სექტემბერი – კიმ მინ ჯე (ნაპოლი, სამხრეთ კორეა)
  • ოქტომბერი – რაფა ლეაუ (მილანი, პორტუგალია)
  • ნოემბერი – მოიზე კინი (იუვენტუსი, იტალია)
  • იანვარი – ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, ნიგერია)
  • თებერვალი – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო)

სპალეტიმ კვარა შეაქო

“მას ეს ჟესტი გოლზე მეტად უნდა დავუფასოთ”, თქვა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა.

ხვიჩა კვარაცხელიაზე ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა. ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა კვარას სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება მოუწონა.

“მან მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კუთხით გამოხატა. ასე უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ხედავს უსამართლობას. მან თავისი გავლენა, ძალა უნდა გამოიყენოს.

მასაც სურდა შორიდან, ვირტუალურად ქუჩაში გასვლა. ვფიქრობთ, მისი პოზიცია მართებულია. ამიტომაც მას ტაში ამის გამო უფრო უნდა დავუკრათ ვიდრე გოლის გატანისთვის.

ჩვენ გვყავს დიდებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო დიდებული ადამიანი მისი სახით”.

ლუჩანო სპალეტი – ნაპოლის მთავარი მწვრთნელი

ნაპოლი vs ატალანტა

სერია A-ს მომდევნო შეხვედრაში ნაპოლი დიეგო არმანდო მარადონაზე ატალანტას უმასპინძლებს.

დიეგო არმანდო მარადონაზე ლუჩანო სპალეტის გუნდი ლაციოსთან მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას ეცდება.

სერია A-ს ლიდერების სავარაუდო შემადგენლობაში კვარა ყველა იტალიურ გამოცემას მოაზრებული ჰყავს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-ისა და Setanta Sports-ის მაყურებელი 11 მარტს 21:00 საათიდან იხილავს.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟე დაიწყო. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.