კვარა ფანტასტიკურია – რაულ ალბიოლი

Raul Albiol about Khvicha Kvaratskhelia | Setanta Sports

“ხვიჩა კვარაცხელია ფანტასტიკური ფეხბურთელია, მისი ღირებულება აუცილებლად გაიზრდება”, – ამბობს რაულ ალბიოლი. ვილიარეალის კაპიტანს იმედი აქვს, რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს.

17 დეკემბერს ნაპოლი და ვილიარეალი ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. ქალაქში ორი ყოფილი ნეაპოლელი ბრუნდება – რაულ ალბიოლი და პეპე რეინა.

მატჩამდე გაძეტა დელო სპორტთან რაულ ალბიოლმა ისაუბრა. ვილიარეალის კაპიტნის აზრით, ნაპოლი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და სკუდეტოს მოგების რეალური შანსიც აქვს.

ემოცია

“როდესაც ამ ამხანაგური მატჩის შესახებ გავიგე გავბედნიერდი. ოჯახის წევრებს კი – ჩემზე მეტად გაუხარდათ. ოჯახი  არასდროს მოგზაურობს ჩემთან ერთად მატჩების დროს, მაგრამ ნაპოლისთან გამონაკლისი იქნება.

აქ 6 საოცარი წელი გავატარეთ. როდესაც ნეაპოლს ვემშვიდობებოდით, ჩემები ტიროდნენ. ნეაპოლი მათი ცხოვრების ყველაზე ლამაზი რამ იყო”.

რაულ ალბიოლი – ვილიარეალის კაპიტანი ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

ნაპოლი 2022/23-ის გუნდი

“რაც შეეხება ნაპოლის – ბევრ მატჩს ვუყურე და ვფიქრობ, ძალიან სანახაობრივ, დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ. საკმარისია გუნდის შედეგებს შევხედოთ და დავინახავთ – ევროპის საუკეთესო გუნდია ან თითქმის საუკეთესო.

აშკარაა რო ამ ყველაფრის უკან დიდი შრომაა. როგორც კარგი ნეაპოლელი ვიტყოდი – იმედია, რომ ნაყოფიერი და შედეგიანი წელი იქნება იმისთვის, რასაც 30 წელია ველით[სკუდეტოს მოგება]”.

რაულ ალბიოლი – ვილიარეალი კაპიტანი, ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

რა მოსწონს ალბიოლს

“მომწონს გუნდურობა, შეთამაშების ხარისხი და სისწრაფე. ასევე – ორი შეხებით თამაში.

სივრცეში ვერტიკალურულად შეტევა. ასევე, ფეხბურთელები ოსიმენი, ჟელინსკი და კვარაცხელია – ისინი განსხვავებას ქმნიან.

კარგად გაწვრთნილი გუნდია. 2016/17 წლების სეზონის სპალეტის რომას მაგონებს, მეორე ადგილზე 87 ქულით რომ გავიდა. შემდეგ ჩვენ მოვდიოდით მესამე ადგილზე 86 ქულით. სპალეტის ის გუნდი წლევანდელ ნაპოლის ვერტიკალური და შემტევი თამაშით ძალიან წააგავდა”.

რაულ ალბიოლი – ვილიარეალი კაპიტანი, ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

კვარა?

“კვარა პირველად 2021 წლის მარტში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველო-ესპანეთის მატჩის დროს ვნახე. მან ერთი გოლი გაიტანა და შესანიშნავად ითამაშა. მაშინ, 91-ე წუთზე დანი ოლმოს გოლით 2-1 მოვიგეთ.

კვარამ, მაშინ, ძალიან გამაოცა, ფანტასტიკური ფეხბურთელია, მისი ღირებულება აუცილებლად გაიზრდება”.

რაულ ალბიოლი – ვილიარეალი კაპიტანი, ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი ნაპოლიში 2013-2019 წლებში თამაშობდა. ესპანელის ანგარიშზე ნეაპოლში მოგებული კოპა იტალია და სუპერ კოპა იტალიანაა.

ავტორის შესახებ
საბა საპანაძე
საბა საპანაძე
მე სპორტული ჟურნალისტი ვარ. ამ სფეროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება მაქვს. Setanta Sports-თან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ, ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევქმენით. ბოლო პერიოდში ჩემი გამორჩეული მიღწევა ჩვენი ქვეყნის 2 გამორჩეულ ფეხბურთელზე გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გადაღებული დოკუმენტური ეპიზოდია. ჩემი ძირითადი აქცენტი ქართული ფეხბურთი და ქართულ ფეხბურთში არსებული მოვლენებია

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე