სარჩევი
2022 დეკ 09, 09:40 შ-მდე
0 წუთის საკითხავი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება საერთაშორიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ტომას ბახს აკრიტიკებს. ბახი მიიჩნევს, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზე ყველა ქვეყანას უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა, მათ შორის, ომში მონაწილე ქვეყნებს.

თებერვლიდან მოყოლებული რუსეთმა 184 უკრაინელი ათლეტი მოკლა, ბატონი ბახი ემანუელ მაკრონს ციტირებს, რომელმაც თქვა, რომ სპორტი არ შეიძლება პოლიტიზირებული იყოს, უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსიის წარმომადგენლები თურმე თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ, ამაზრზენია სპორტის გამოყენება ომის დამნაშავეების გადასაფარად“, – ამბობს კულება.

ომი უკვე 289-ე დღეა გრძელდება.