სარჩევი
კოპა ამერიკა 2024 - ყველა მატჩი Setanta Sports-ზე | Setanta Sports
2024 ივნ 20, 17:04 შშ
2 წუთის საკითხავი

კოპა ამერიკა 2024 იწყება! 21 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ყველა მატჩს Setanta Sports-ის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ნახავს.

2024 წლის ზაფხული ფეხბურთის და სპორტის მოყვარულებისთვის ზედგამოჭრილია. თანაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლამ ეს მოლოდინი ფეხბურთის ხალხს გაუზარდა.

კოპა ამერიკის დაწყების პარალელურად კი ფეხბურთი ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმზე გადადის.

კოპა ამერიკა 2024

გათამაშებას აშშ ისტორიაში მეორედ მასპინძლობს. შესაბამისად, საორგანიზაციო მხრივ, კონმებოლს კონკაქაფიც ეხმარება. წინა ჯერზე ამერიკამ 2016 წელს საიუბილეო, სენტენარიოს უმასპინძლა.

2024 წლის ჩემპიონატი გათამაშების რიგით 48-ე ტურნირია. მოქმედი ჩემპიონის რანგში ტურნირს არგენტინა ხვდება. ლეო მესიმ, ემილიანო მარტინესმა და სხვებმა მუნდიალამდე ხომ სწორედ კოპა ამერიკა მოიგეს.

მონაწილე გუნდები და ჯგუფები

A ჯგუფი
არგენტინა
პერუ
ჩილე
კანადა

B ჯგუფი
მექსიკა
ეკვადორი
ვენესუელა
იამაიკა

C ჯგუფი
აშშ
ურუგვაი
პანამა
ბოლივია

D ჯგუფი
ბრაზილია
კოლუმბია
პარაგვაი
კოსტა რიკა

კოპა ამერიკა – არგენტინა vs კანადა

ტურნირს მოქმედი გამარჯვებული გახსნის. 21 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე არგენტინა vs კანადა დაიწყება. მატჩისთვის პირდაპირ ეთერში თვალ-ყურის დევნება კი setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე შეგიძლიათ.

ამავე ჯგუფში პერუ vs ჩილე უკვე 22 ივნისს, ასევე 04:00 საათიდან დაიწყება.

Setanta Sports-ის პრომოკოდი NEWS24

თუკი რეგისტრაციისას ან უკვე არსებული გამოწერის განახლებისას პრომოკოდს NEWS24 გამოყენებთ, ერთთვიან გამოწერაზე 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.