სარჩევი
კვარაცხელია გარდიანის სიაში | Setanta Sports
2023 იან 26, 15:15 შშ
4 წუთის საკითხავი

The Guardian-ი უკვე მეათე წელია წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელს ასახელებს. ამჯერად 2022 წლის საუკეთესო ასეული უნდა შეირჩეს. 90 უკვე ვიცით, საუკეთესო ათეულს კი მალე შევიტყობთ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ მეორმოცე ადგილს იკავებს ხვიჩა კვარაცხელია. რა თქმა უნდა, მომდევნო წელს, უფრო მაღალ საფეხურს დაველოდებით.

The Guardian-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

მისი ზედმეტსახელი ყველაფერზე მეტყველებს – კვარადონა! ნაპოლიმ მხოლოდ 10 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში და მისი დახმარებით სერია A-ს სათავეში მოექცა. ნაპოლის 1990 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგების საუკეთესო შანსი აქვს. მისი ტრანსფერი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება. კვარაცხელია ჭექა-ქუხილივით ატყდება მცველებს და სეტყვის მსგავსად ყრის გოლებს. ის განსაკუთღებულია“, – წერია The Guardian-ის აღწერაში.

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი დაიწყო და შესაბამისად 51-ე ადგილზე აღმოჩნდა. ყველაზე დიდი ხმაური სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

რონალდუ The Guardian-ის სიაში 51-ე ადგილზე დაასახელეს | Setanta Sports
რონალდუ The Guardian-ის სიაში 51-ე ადგილზე დაასახელეს

მცირე ხნის წინ, Goal.com-მა გამოაქვეყნა 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მე-10 პოზიციას იკავებს. მასზე წინ არიან: სალაჰი, ალვარესი, დე ბრუინი, ვინისიუსი, ლევანდოვსკი, ნეიმარი, ჰოლანდი, მბაპე და მესი.

The Guardian-ის სია 11-100 ადგილები

რაც შეეხება The Guardian-ის სიას, უნდა აღინიშნოს, რომ მასზე დიდი გავლენა მსოფლიო ჩემპიონატმა იქონია. საუკეთესო 10-ეული კვირის ბოლო სამუშაო დღეს გაცხადდება.

The Guardian-ის 90-ეული ასეთია:

  • 100 – ოტამენდი
  • 99 – გაბრიელ ბარბოსა
  • 98 – სანე
  • 97 – რობერტსონი
  • 96 – ტონალი
  • 95 – გნაბრი
  • 94 – რის ჯეიმსი
  • 93 – როდრიგო
  • 92 – არასკაეტა
  • 91 – ნოიერი
  • 90 – ბრუნო გიმარაეში
  • 89 – ფრენკი დე იოგი
  • 88 – დეკლან რაისი
  • 87 – იმობილე
  • 86 – უპამეკანო
  • 85 – რაფაელ ვარანი
  • 84 – უოლკერი
  • 83 – მიტროვიჩი
  • 82 – დარვინ ნუნიესი
  • 81 – ლისანდრო მარტინესი
  • 80 – კულიბალი
  • 79 – აზედინ ონაჰი
  • 78 – მეჰდი ტარემი
  • 77 – ფაბიანო
  • 76 – უგო ლორისი
  • 75 – ტიაგო სილვა
  • 74 – მაიკ მენიანი
  • 73 – ბარელა
  • 72 – კრისტიან რომერო
  • 71 – ლივაკოვიჩი
  • 70 – ლაუტარო მარტინესი
  • 69 – დემბელე
  • 68 – ბროზოვიჩი
  • 67 – ედერ მილიტაო
  • 66 – ვლაჰოვიჩი
  • 65 – მარკინიოსი
  • 64 – ალფონსო დევისი
  • 63 – ზიეში
  • 62 – გაბრიელ ჟეზუსი
  • 61 – რიშარლისონი
  • 60 – ალექსანდრ-არნოლდი
  • 59 – ლუიშ დიასი
  • 58 – რაშფორდი
  • 57 – მაჰრეზი
  • 56 – რუდიგერი
  • 55 – გიუნდოგანი
  • 54 – ედერსონი
  • 53 – როდრი
  • 52 – ოსიმენი
  • 51 – კრიშტიანუ რონალდუ
  • 50 – გაკპო
  • 49 – ამრაბატი
  • 48 – როდრიგო დე პოლი
  • 47 – მაკ ალისტერი
  • 46 – ტეო ერნანდესი
  • 45 – ჩუამენი
  • 44 – რუბენ დიაში
  • 43 – იასინ ბონო
  • 42 – ალაბა
  • 41 – კიმიხი
  • 40 – კვარაცხელია
  • 39 – კროოსი
  • 38 – დი მარია
  • 37 – გავი
  • 36 – კანსელუ
  • 35 – ოდეგაარი
  • 34 – ალისონი
  • 33 – ნკუნკუ
  • 32 – ალვარესი
  • 31 – გვარდიოლი
  • 30 – ჟირუ
  • 29 – ბერნარდუ სილვა
  • 28 – ბრუნო ფერნანდეში
  • 27 – ვან დაიკი
  • 26 – სონი
  • 25 – მუსიალა
  • 24 – ფოდენი
  • 23 – ლეაუ
  • 22 – ბუკაიო საკა
  • 21 – ენცო ფერნანდესი
  • 20 – ემილიანო მარტინესი
  • 19 – პედრი
  • 18 – ვალვერდე
  • 17 – გრიზმანი
  • 16 – ჰაკიმი
  • 15 – კაზემირო
  • 14 – ბელინგემი
  • 13 – კეინი
  • 12 – ნეიმარი
  • 11 – მანე