სარჩევი
ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა | Setanta Sports
2023 იან 06, 15:41 შშ
1 წუთის საკითხავი

იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი პანკრეასის სიმსივნეს 5 წლის განმავლობაში ებრძოდა.

დიდებული იტალიელი ექს ფორვარდი გვიან ღამით, ლონდონში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

“მადლობას ვუხდით მათ, ვინც წლების განმავლობაში ჯანლუკას მხარს უჭერდა. მისი ხსოვნა და მაგალითი ჩვენს გულებში სამუდამოდ იცოცხლებს”.

ჯანლუკა ვიალის ოჯახი

კრემონეზეს, სამპდორიას, იუვენტუსისა და ჩელსის ყოფილ თავდამსხმელს პირველად სიმსივნის დიაგნოზი 2017 წელს დაუდგინდა. 2021 წელს მედიკოსებმა მის ორგანიზმში, პანკრეასის ახალი სიმსივნური წარმონაქმნები აღმოაჩინეს.

ვიალი იტალიის ნაკრებში 1985-1992 წლებში თამაშობდა. სკუადრა აძურას შემადგენლობაში ფორვარდს 59 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. ვიალი 1990 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ვერცხლის მედალს დაეუფლა. სანაკრებო კარიერა ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელ არიგო საკისთან კონფლიქტის გამო ნაადრევად დაასრულა.

სამწვრთნელო კარიერა ჩელსიში, მოთამაშე მწვრთნელის რანგში დაიწყო. შემდეგ კი 1 სეზონის განმავლობაში უოტფორდსაც წვრთნიდა.

1996-2000 წლებში ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში, მან ჩელსისთან ერთად FA თასი, ლიგის თასი, ჩერითი შილდი, უეფას თასების თასი და უეფას სუპერ თასი მოიგო. ჩელსიდან ის 2000 წელს ახალი სეზონის დაწყებიდან მალევე გაათავისუფლეს. მიზეზი არადამაკმაყოფილებელ შედეგთან ერთად ჯანფრანკო ძოლასთან, დიდიე დეშამთან და დან პეტრესკუსთან კონფლიქტი დასახელდა.

იტალიურ კარიერაში, სამპდორიასა და იუვენტუსის მაისურით ვიალის მოგებული აქვს:

  • სერია A 2-ჯერ
  • კოპა იტალია 4-ჯერ
  • სუპერ კოპა 2-ჯერ
  • უეფას ჩემპიონთა ლიგა
  • უეფას თასების თასი
FIFA – ჯანლუკა ვიალის მოგზაურობა