ინგლისი და აშშ მერვედფინალში ითამაშებენ

ЧС-2022. Англія та США вийшли в плей-оф | Setanta Sports

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე წრე დაიწყო, A და B ჯგუფებში გამსვლელი გუნდები გამოვლინდნენ და მერვედფინალის წყვილებიც მივიღეთ. როგორც A ისე B ჯგუფში პირველი ადგილის ინტრიგა არ გვქონია, ნიდერლანდებს იოლი მეტოქე ერგო ბოლო ტურში, ინგლისს კი უელსთან ბევრი არ უწვალია, რადგან უელსის ნაკრებს მოტივაცია არც ჰქონია. შესაბამისად, B ჯგუფში მთავარი ამბავი აშშ-ისა და ირანის მატჩი იყო.

აშშ – ირანი

ამერიკელებს რევანში ჰქონდათ ასაღები, 1998 წლის მუნდიალზე ირანის ნაკრებმა იმარჯვა, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ამ ქვეყნების ფეხბურთში, ისე მათ ურთიერთობაში, თუმცა, დაძაბულობა არასდროს განმუხტულა.

ერთ-ერთი პირველ ბლოგში, რომელიც მუნდიალს მიეძღვნა აღვნიშნეთ, რომ MLS-ს ტოპ ხუთი ლიგის შემდეგ ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდა მუნდიალზე, ესეც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკული ფეხბურთი, მათი თქმით სოკერი, ვითარდება. პლეიოფში ადრეც უთამაშიათ და ეს ვერ ჩაითვლება განსაკუთრებულ მიღწევად, მაგრამ პროგრამა მინიმუმი შესრულებულია.

აშშ-ს დიდი უპირატესობა ჰქონდა და დამსახურებულად მოიგო. ირანი მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოფხიზლდა, ერთბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ირანმა ეს ვერ შეძლო და 100%-იანი შანსიც არ შეუქმნიათ.

აშშ მერვედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ცუდი ამბავი გოლის ავტორის, კრისტიან პულიშიჩის ტრავმაა. არის შანსი, რომ მერვედფინალი გამოტოვოს.

ინგლისი – უელსი

საუთგეიტს, როგორც ყოველთვის, მკაცრად აკრიტიკებენ. ეს ინგლისური ფეხბურთის თანმდევი ნაწილია, მწვრთნელმა რაც არ უნდა გააკეთოს და როგორც არ უნდა ითამაშოს მისმა ნაკრებმა, რაღაც გასაკრიტიკებელს ყოველთვის მოუძებნიან.

იშვიათად რომ ძირითადი შემადგენლობა ყველას მოეწონოს, თავად საუთგეიტიც ვერ ჩამოყალიბებულა ვინ არის ძირითადის ფეხბურთელი. განსაკუთრებით რთულია არჩევანის გაკეთება ფლანგებზე, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ბევრი არჩევანი აქვს და დიდი თავსატეხია.

უელსთან ფილ ფოდენი და მარკუს რაშფორდი ათამაშა. ფოდენს ბევრი ითხოვდა სასტარტოში, მათ შორის ვეტერანი ფეხბურთელები. ღიადაც აღნიშნავდნენ ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელიაო, ჰოდა, როგორ უნდა დასვა საუკეთესო სკამზე?

ფილი დაბრუნდა და გაიტანა. შანსი გამოიყენა, მანაც და რაშფორდმაც. ამ უკანასკნელმა დუბლი გაიფორმა, ორივემ დიდი ნაბიჯი გადადგა მეტი სათამაშო დროის მისაღებად, მაგრამ, როგორ გინდა ბუკაიო საკა მერვედფინალში სკამზე დასვა. ეს არის საუთგეიტის მთავარი პრობლემა, არც ევროზე არ არც მუნდიალზე ჩამოყალიბებული არ არის, ვის შეიძლება ენდოს ბოლომდე.

ინგლისმა უელსი 3:0 დაამარცხა. განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მარკუს რაშფორდის საჯარიმო დარტყმა.

ინგლისის ნაკრები მერვედფინალში სენეგალის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე