სარჩევი

ლუკა მოდრიჩი ლიონელ მესის არგენტინასთან დამარცხდა. 37 წლის ფეხბურთელმა ბოლო შეხვედრა ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩის მიწურულს მოედნიდან გაიყვანეს და გულშემატკივარმა აპლოდისმენტებით გააცილა. ხორვატებთან ერთად, არგენტინელების ნაწილიც ტაშით აცილებდა.

მატჩის შემდეგ ლუკამ არგენტინელებისადმი კარგი სიტყვები არ დაიშურა და ლიონელ მესის ფინალში წარმატებები უსურვა.

იმედი მაქვს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ამას იმსახურებს”.

ლუკას დაეკითხნენ იყო თუ არა მისი ბოლო მატჩი ხორვატიის ნაკრებში, რაზეც მიუგო, – “ამაზე საუბარი ჯერ ადრეა”.

წინ თამაში გვაქვს, ჩვენ მესამე ადგილისათვის უნდა ვიბრძოლოთ, ეს წარმატებული ჩემპიონატი იქნება”.

ლუკამ კრიტიკულად მხოლოდ შეხვედრის არბიტრზე ისაუბრა, – “თამაშს ვაკონტროლებდით და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მერე მსაჯმა კუთხური არ მოგვცა და მეტოქეს პენალტი დაუნიშნა”.