ალე დაბრუნდა – დორტმუნდმა მოიგო

ბუნდესლიგაში ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. დორტმუნდმა აუგსბურგს უმასპინძლა, მიუნხენგლადბახმა ლევერკუზენს.

ბაიერნმა თავისი მატჩი ვერ მოიგო, მაგრამ ფორა დიდი აქვთ, სანერვიულო არაფერია, ტრადიციულად მიდიან ჩემპიონობისკენ და ეს ყველაფერი უკვე ძალიან მოსაწყენია.

გერმანული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ყოველთვის ერთი გუნდის დომინაცია იყო, მაგრამ ის რაც ბოლო დეკადაში ხდება ყოველგვარ საზღვარს სცდება. მიუნხენის ბაიერნი ათი წელია ახლოს არავის იკარებს და ოლი კანის ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ ასეც გაგრძელდება.

ალე დაბრუნდა

დორტმუნდი სამჯერ გავიდა წინ, აუგსბურგმა სამჯერვე გაათანაბრა. თამაში ისეთი იყო, როგორიც სიგნალ იდუნა პარკზე იმართება ხოლმე – მაღალი ტემპი, ბევრი გოლი.

გამარჯვებისა ჯიო რეინამ შეაგდო, დაუბრახუნა სავიჩევიჩივით, გადაავლო მეკარეს თავზე და დორტმუნდს გამარჯვება მოუტანა.

მანამდე კი იყო ჯუდ ბელინგემის ასევე ძალიან ლამაზი გოლი, ანგარიში სწორედ ჯუდმა გახსნა. ზაფხულამდე დორტმუნდში დარჩება, მერე კი რომელიმე გრანდში გადავა, ამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რადგან დორტმუნდი არ არის კლუბი, რომელიც ვარსკვლავებს დიდხანს იტოვებს, როგორც წესი, ნიჭიერ ფეხბურთელს ვარსკვლავად თავად აქცევენ და მერე სარფიანად ყიდიან.

გამონაკლისი მარკო როისია, – ერთი მხრივ შესაშური ერთგულების, მეორე მხრივ კი გამუდმებული ტრავმების გამო, როისისა და დორტმუნდის გზები სამუდამოდ გადაიკვეთა.

ასე რომ, ჯუდისთვის იბრძოლებენ ლივერპული, ჩელსი და მანჩესტერული კლუბები.

მთავარი ამბავი კი სებასტიან ალეს დაბრუნება იყო. სებამ სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა. მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

როგორც იქნა, ექვსი თვის შემდეგ ისევ მოედანზე ვარ, ეს გრძნობა ძალიან მაკლდა, ახლა ვაპირებ რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო მოედანზე და ფორმაში სწრაფად დავბრუნდე”.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ლევერკუზენმა მიუნხენგლადბახს 3:2 მოუგო.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე