სარჩევი
2023 მარ 21, 17:34 შშ
1 წუთის საკითხავი

ერლინგ ჰოლანდი საზარდულის ტრავმის გამო მოახლოებულ შეხვედრებს გამოტოვებს. ნორვეგიის ნაკრების მეტოქეები ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებები იქნებიან.

ჰოლანდი ნაკრებში გამოიძახეს, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ მწყობრში ჩადგებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასეთ მცირე დროში ტრავმის მორჩენა ვერ ხერხდება და გარისკვასაც არავინ აპირებს.

სანამ ნორვეგია ცენტრალურ შეხვედრას გამართავს ჯგუფის ლიდერთან, მანამდე საქართველო მონღოლეთს შეერკინება. ამ ნაკრების არსებობა ბევრმა ქომაგმა სულ მცირე ხნის წინ შეიტყო.

ერლინგ ჰოლანდი კი ბრწყინვალე ფორმაში იყო. თუ გვარდიოლამ მოედნიდან არ გაიყვანა, ისე არ წყვეტს გოლების გატანას. ერთი მხრივ სასიხარულოა ქართველი ქომაგისთვის, რომ ნორვეგიის ნაკრებს მთავარი ლიდერი გამოაკლდა, მეორე მხრივ კი მცირე იმედგაცრუებაც თან ახლავს ამ ამბავს, – ბევრს სურდა ჰოლანდის ხილვა მოედანზე.

ვილი სანიოლმა ჰოლანდისა და კაშიას დუელი დაგვიანონსა. მსოფლიო პრესაში კვარაცხელიასა და ჰოლანდის დუელად მოინათლებოდა ეს შეხვედრა, ახლა კი მთელი ყურადღება ოდეგორზე გადავა, ხვიჩას საპირწონედ მას მოიხსენიებენ.

მატჩი 28 მარტს შედგება, ბათუმში, 20:00 საათზე.