სარჩევი

კალვინ ფილიპსის კარიერა მანჩესტერ სიტიში ვერ წარიმართა ისე, როგორც თავად ისურვებდა. თავადაც უკმაყოფილიოა და მთავარი მწვრთნელიც.

მანჩესტერ სიტი – ლივერპულის შეხვედრისას, პეპ გვარდიოლამ ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები განაცხადში შეიყვანა, რამდენიმე ათამაშა კიდეც, მაგრამ ფილიპსისთვის ადგილი არ მოინახა.

ტრავმა არ აქვს, უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონატიდან ზედმეტი წონით დაბრუნდა, არ ვიცი რატომ. ის არ არის იმ კონდიციაში, რომ სათამაშოდ გავიყვანო, – თქვა გვარდიოლამ – როცა მზად იქნება ითამაშებს, მისი დახმარება ძალიან გვჭირდება“.

27 წლის ფეხბურთელს სეზონის პირველ ნახევარში ბევრი გაუცდა, მხრის ტრავმის გამო. თუმცა, საუთგეიტმა განაცხადში მაინც შეიყვანა.

ფილიპსმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, – 32 წუთი ითამაშა უელსთან და 8 წუთი ითამაშა სენეგალთან.