სარჩევი
გიორგი ხარაიშვილი დინამო თბილისში | Setanta Sports
2023 თებ 19, 13:31 შშ
1 წუთის საკითხავი

გიორგი ხარაიშვილი საქართველოში ბრუნდება. 26 წლის ნახევარმცველი დინამო თბილისში 6-თვიანი იჯარით ითამაშებს.

Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ხარაიშვილი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელი გახდება.

გიორგი ჭიაბრიშვილთან მუშაობის გამოცდილება ხარაიშვილს უკვე აქვს. 26 წლის უნივერსალი ნახევარმცველი საბურთალოს აღზრდილია.

ხარაიშვილი 2013-18 წლებში სწორედ საბურთალოს ღირსებას იცავდა.

შემდეგ ორი სეზონი შვედურ გიოტებორგში გაატარა, სადაც გუნდის უპირობო ლიდერი იყო. შვედეთში მის ანგარიშზე ჩატარებულ 76 მატჩში, 20 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

გიორგი ხარაიშვილი გიოტებორგთან ერთად ჩემპიონობას ზეიმობს | Setanta Sports
გიორგი ხარაიშვილი გიოტებორგთან ერთად ჩემპიონობას ზეიმობს

მომდევნო კარიერული გაჩერება გიორგისთვის ფერენცვაროში იყო. უნგრეთში ქართველს ფეხბურთი ფაქტობრივად არ უთამაშია. ამის მიზეზი კი მძიმე ტრავმაა. ამის მიუხედავად გიორგიმ ერთი ლამაზი გოლი მადიარებთან მაინც გაიტანა.

საქართველოს ნაკრებში ხარაიშვილს 6 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი 2017 წელს უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.

ხარაიშვილს ნაკრებში გოლიც აქვს გატანილი. გიორგიმ გიბრალტართან სტუმრად 2:3 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

26 წლის ფეხბურთელს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. U17, U19 და U21-წლამდელთა გუნდებში გიორგის 34 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.