სარჩევი
2022 დეკ 19, 13:12 შშ
1 წუთის საკითხავი

გულშემატკივარს ლიონელ მესის კომენტარის მოსმენა სურდა, იმ კაცის, რომელმაც კარიერის მიწურულს მიაღწია საწადელს, – “ყველაზე მეტად მსურდა ამ ჯილდოს მოგება, ეს ბიჭებსაც ვუთხარი, ღმერთი აუცილებლად მომცემდა ამ ტიტულის მოგების საშუალებას, ამაში დარწმუნებული ვიყავი. ერთი სული მაქვს არგენტინაში როდის ჩავალ და გულშემატკივარს შევხვდები. ნაკრებიდან წასვლას არ ვაპირებ, მინდა ჩემპიონის რანგშიც ვითამაშო“, – თქვა ლიონელ მესიმ მატჩის შემდეგ.

ფინალმა კი დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მათ შორის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებში, – “ყველა დროის საუკეთესო ფინალი!” – დაწერა ტვიტერზე არგენტინის ფორმაში გამოწყობილმა უსეინ ბოლტმა.

წარმოუდგენელი ფინალი იყო, დიდი სიამოვნება იყო ამისთვის თვალყურის დევნება, მსგავსი რამ არასდროს მინახავს და არა მგონია ოდესმე ვნახო”, – თქვა ბევრისმნახველმა ალან შირერმა BBC-სთან ინტერვიუში.

ღმერთო ჩემო, დიდებული თამაშია, დასწყევლოს ეშმაკმა!” – ასე გამოეხმაურა მესის გოლს რაიან რეინოლდსი, რის შედეგადაც ანგარიში 3:2 გახდა არგენტინის სასარგებლოდ.

თუ გულის შეტევა მივიღე, იცოდეთ, რომ მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია”, – დაწერა ტვიტერზე სერენა უილიამსმა.

გამარჯვებას, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი, – “მადლობა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო გუნდს, მათ გვაჩვენეს, რომ არასდროს უნდა დავნებდეთ, გვაჩვენეს, რომ დიდებული ხალხი გვყავს და დიდი მომავალი გვაქვს”.

საინტერესო სანახავი იყო ფინალის შემდეგ ემანუელ მაკრონისა და კილიან მბაპეს შეხვედრაც. მაკრონი გაუჩერებლად ესაუბრებოდა კილიანს, მბაპე კი მუდმივად ცდილობდა მისგან გათავისუფლებას. საოცარია, კატარაში მბაპეს დაჭერა და შეყოვნება მხოლოდ მაკრონმა შეძლო.