ფიორენტინა vs ვესთ ჰემი – Preview

ფლორენციის ფიორენტინა ლონდონის ვესთ ჰემს შეხვდება კონფერენს ლიგის ფინალში. დიდებული ქალაქების წარმომადგენლები ბევრი ტიტულით ვერ დაიკვეხნიან, ამიტომ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროტიტულის მოგება.

არ ჰგავს კონფერენს ლიგა ინტერტოტოს თასს, თავის დროზე ასევე მესამეხარისხოვანი ტურნირი იყო, მაგრამ არც თასების მფლობელთა თასის წონა ჰქონია და არც ამჟამინდელი კონფერენს ლიგის.

ფიორენტინამ თასების მფლობელთა თასი 1960/61 წლების სეზონში მოიგო და მას მერე ევროტიტული არ ღირსებია. სერია ა-ში ადგილის შენარჩუნება მათთვის უკვე დიდი ამბავია.

ვესთ ჰემმა კი თასების მფლობელთა თასი 1964/65 წლების სეზონში მოიგო. მას შემდეგ კი ინტერტოტოს თასი მოიგო 1999 წელს.

სულ ეს არის. ისტორიის მანძილზე ყოველთვის მესამეხარიხსოვან ევროტიტულებს წვდებოდნენ და ამჯერადაც ასეა.

ჩემპიონატში

ფიორენტინამ იტალიის სერია ა მერვე ადგილზე დაასრულა. ვესთ ჰემმა მე-14-ზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერ ლიგაში აღებული მე-14-ე ადგილი არაფრით ჩამოუვარდება იტალიის სერია ა-ს მე-8 პოზიციას.

ორივე კლუბი ბოლომდე გადაერთო კონფერენს ლიგაზე და ჩემპიონატიც მშვიდად დაასრულეს. არც გავარდნის საფრთხე ჰქონიათ და საწადელ პოზიციაზეც დიდი ხნის წინ ჩაიქნიეს ხელი.

კომენტარები

მატჩის წინ ისაუბრა ფიორენტინას მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო იტალიანომ.

ვესთ ჰემი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათ დაიმსახურეს ფინალში გასვლა. მათ გუნდს დიდი შესაძლებლობები აქვს და რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელიც ჰყავთ. მთელ მოედანზე დომინირება შეუძლიათ, თუმცა, რადგან ჩვენც ფინალში ვართ, ესე იგი, ჩვენც შევძლებთ იგივეს“.

ძალიან იმეგაცრუებული ვარ რომ ჟოზე მოურინიუმ და რომამ ვერ იზეიმეს ევროპა ლიგის ჩემპიონობა, მათ შეეძლოთ დადებითი დინამიკა მიეცათ მომდევნო ფინალებისთვის, (ფიორენტინა-ვესთ ჰემი, ინტერი-მანჩესტერ სიტი) იმედგაცრუებული დავრჩი, თუმცა, ახლა ჩვენი ჯერია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ”.

მიმაჩნია, რომ ვესთ ჰემს ორი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მოთამაშე ჰყავს. დეკლან რაისი სრულყოფილი ნახევარმცველია, ტექნიკურად ძალიან კარგია, ისევე როგორც ფიზიკურად, და ძლიერი მენტალობა აქვს. ლუკას პაკეტას კარგად ვიცნობთ, რადგან სერია ა-ში თამაშობდა, კარგი მოთამაშეა, რომელიც ან ათიანზე თამაშობს, ან, მეორე ფორვარდის პოზიციაზე. დაცვაშიც დიდ სამუშაოს ასრულებს და მთელ მოედანზე გადაადგილდება“, – თქვა ვინჩენცო იტალიანომ.

მატჩის წინ ისაუბრა ვესთ ჰემის მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა:

ძალიან კარგი გზა განვვლე საფეხბურთო კარიერაში, 34 წლიდან მწვრთნელი ვარ, ათას მატჩში მაინც გავიყვანე გუნდი, პრემიერ ლიგაში კი ალბათ 600 მატჩი მაინც დამიგრივდა, საკმარისი გამოცდილება დავაგროვე იმისათვის, რომ ფინალი ვითამაშო, ეს მომენტი კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში“.

მნიშვნელოვანი ტურნირი იყო გუნდისთვის, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ყოველ მომდევნო მატჩს ვერ ვიგებდით, მაგრამ ამ ტურნირზე ფეხბურთელებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს და დიდი სიამოვნებით ითამაშეს. ამ ყველაფერზე შედეგებიც მეტყველებს“.

იტალიურ კლუბთან თამაში ყოველთვის რთულია, ფიორენტინას მწვრთნელმა მოკლე დროში ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარგი შედეგები ჰქონდათ და იტალიის თასის ფინალშიც ითამაშეს, რაც კარგი მიღწევაა. ჩვენ პატივს ვცემთ მომდევნო მეტოქეს“, – თქვა დევიდ მოიესმა.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე