სარჩევი

2023 თებ 02, 18:52 შშ
3 mins read

ფიფამ წლის საუკეთესოები გამოავლინა. როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე მეტი ჯილდო არგენტინელებს ხვდათ წილად.

ფიფას ჯილდო ოქროს ბურთს 2016 წელს გამოეყო და მას შემდეგ ლიონელ მესი მეორედ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ცერემონიაზე სულ 10 ჯილდო გაიცა.

კაცთა შორის

  • საუკეთესო ფეხბურთელი – ლიონელ მესი;
  • საუკეთესო მეკარე – ემილიანო მარტინესი;
  • საუკეთესო მწვრთნელი – ლიონელ სკალონი;
  • პუშკაშის ჯილდო – მარკინ ოლეკსი;
  • საუკეთესო ფანები – ჯილდო არგენტინელებს ერგოთ;
  • Fair Play-ის ჯილდო – ლუკა ლოჩოშვილი;
  • სპეციალური ჯილდო – პელე;

აქვე შეგიძლიათ ნახოთ მარკინ ოლეკსის გოლი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა შშმ პირმა შეძლო პუშკაშის ჯილდოს მოგება.

ქალთა ფეხბურთში

  • საუკეთესო ფეხბურთელი – ალექსია პუტელიასი;
  • საუკეთესო მეკარე – მერი ირპსი;
  • საუკეთესო მწვრთნელი – სარიკა ვიგმენი;
ალექსია პუტელიასი

ლუკა ლოჩოშვილი

ლუკა ლოჩოშვილმა სამართლიანი თამაშისთვის დაწესებული ჯილდო მიიღო. 2022 წელს, ავსტრიის ჩემპიონატში ვენის აუსტრია და ველსბერგერი ხვდებოდნენ ერთმანეთს, როცა გეორგ ტაიგლმა თავის ტრავმა მიიღო, ლუკამ კი ძალიან სწრაფად აღმოუჩინა პირველადი დახმარება.

წარსულში მსგავსი ქმედებით ჯაბა კანკავა გამოირჩა, თუმცა, ჯაბასგან განსხვავებით ლუკა მოწინააღმდეგე გუნდის ექიმს არ გაულანძღავს, – “რომელი ექიმი ეგ მყავს, სჯობდა არაფერი ენქაო”, – თქვა მაშინ ერთმა პროფესორმა. ახლა პირიქით, ლოგიკური მადლობა და ჯილდო მოჰყვა ამ ყველაფერს.

ასევე, ქართველ ქომაგს ლევან მჭედლიძეც გაახსენდება, რომელმაც დავით სირაძეს აღმოუჩინა პირველადი დახმარბა. მოკლედ, ამ საქმეში ბადალი არ გვყავს და სამაგალითონი ვართ.

ლუკა ცერემონიაზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო და დამსწრე საზოგადოებას მიმართა:

პირველ რიგში, ბოდიში, რომ ცერემონიას ვერ ვესწრები, ხვალინდელი თამაშის გამო ვერ მოვახერხე. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივია, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ჯილდოსთვისა და პატივისცემისთვის. ბედნიერი ვარ ამის გამო, თუმცა, უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ჯორჯის სიცოცხლე გადავარჩინე. ფეხბურთში სამართლიანი თამაშის წესები და პატვისცემა ყველაზე მნიშვნელოვანია“.

როგორ გადანაწილდა ხმები

  • ლიონელ მესი – 52 ქულა, პირველი ადგილი მიიღო 728 მწვრთნელისგან, 717 კაპიტნისგან, 836 ჟურნალისტისგან, 1,345,851 ხმა მიიღო გულშემატკივრებისგან;
  • კილაინ მბაპე – 44 ქულა, 478 მწვრთნელებისგან, 395 კაპიტნებისგან, 433 ჟურნალისტებისგან, 391,676 გულშემატკივრებისგან;
  • ქარიმ ბენზემა – 34 ქულა, 230 მწვრთნელებისგან, 301 კაპიტნებისგან, 304 ჟურნალისტებისგან, 200,009 ქომაგებისგან;

ბედნიერი ვარ, რომ აქ დავბრუნდი, – თქვა ლიონელ მესიმ, – ეს ჯილდო მთელ გუნდს ეკუთვნის, მთელ არგენტინას, მე, სკალონი და დიბუ (მარტინესი) მათი წარმომადგენლები ვართ”.

გიჟური წელი იყო, ამდენი წარუმატებელი მცდელობის მერე, როგორც იქნა მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, ეს საუკეთესო რამ იყო ჩემს კარიერაში, მხოლოდ მცირედი ახერხებს ამის მიღწევას და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი”.

საუკეთესო თერთმეტეული

უცნაურია, მაგრამ საუკეთესო მეკარედ დასახელებული ემილიანო მარტინესი საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდა.

  • მეკარე: ტიბო კურტუა;
  • მცველები: ჰაკიმი, ვან დაიკი, კანსელუ;
  • ნახევარმცველები: დე ბრუინი, მოდრიჩი, კაზემირო;
  • თავდამსხმელები: მესი, მბაპე, ჰოლანდი, ბენზემა;