სარჩევი
ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრები დატოვა | Setanta Sports
2022 დეკ 15, 18:20 შშ
1 წუთის საკითხავი

ფერნანდუ სანტუში პორტუგალიას აღარ გაწვრთნის. 68 წლის სპეციალისტმა გუნდი 8 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

“ვფიქრობთ, სწორედ ახლაა შესაბამისი დრო – დავიწყოთ ახალი ციკლი”, – ვკითხულობთ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ფერნანდუ სანტუშს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა მაროკოსთან მარცხის გამო ის ვადაზე ადრე დასრულდა.

ელექტროობასა და სატელეკომუნიკაციო ინჟინერიაში ხარისხის მფლობელ მწვრთნელს პორტუგალიაში მაინც ნაყოფიერი პერიოდი გამოუვიდა. 2016 წელს სანტუშთან ერთად პორტუგალია ევროპის ჩემპიონი გახდა, 2019 წელს კი ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშების A ლიგა მოიგო.

პოსტზე სანტუშის შეცვლის მთავარ კანდიდატად ჟოზე მოურინოს მიიჩნევენ. პორტუგალიური მედიის ცნობით, რომას ამჟამინდელი მწვრთნელი ნაკრებში მუშაობაზე თანახმაა.