სარჩევი
2023 იან 18, 15:55 შშ
1 წუთის საკითხავი

მთელი თვე გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩიდან, მაგრამ ქარიმ ბენზემას ირგვლივ საუბარი არ წყდება.

ბენზემას კრიტიკოსები არასდროს აკლდა საფრანგეთში, არც დამცველები. როგორც წესი, ზინედინ ზიდანის დასაცველი ხდება ხოლმე, ამჯერად კი პატრის ევრამაც შეაწია სიტყვა.

ბენზემას მიმართ დამოკიდებულებამ იმედგაცრუებული დამტოვა. გარედან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბენზემა ბევრ ადამიანს ხელს უშლიდა. თქვენ, ფეხბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეთ, არადა, ომშიც კი უნდა მიდიოდეთ ასეთი ფეხბურთელის გამო. იმავე მდგომარეობაში იყო დი მარია, რომელმაც ჩემპიონატის წინ მიიღო ტრავმა, მაგრამ ნაკრები მის გამოჯანმრთელებას დაელოდა, ფინალში ითამაშა და გოლიც გაიტანა“, – წერს ევრა.

ეს მწვრთნელის პასუხისმგებლობაა, გადაწყვეტილებებს დეშამი იღებს. ის ყოველთვის გუნდს აყენებს ფეხბურთელებზე მაღლა, რაც სწორია, მაგრამ, ისიც სათქმელია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ბენზემას შურით უყურებდა, რადგან ის მათზე უკეთესია“.

“თქვენ უშვებთ იმავე შეცდომას, რაც 1998 წლის ტრიუმფატორებმა დაუშვეს, როდესაც წარმატების შემდეგ ჩათვალეს, რომ საფრანგეთი მხოლოდ მათი ნაკრები იყო, საფრანგეთის ნაკრები ეკუთვნის ყველას! თქვენ ოქროს ბურთის ლაურეატი გყავთ გუნდში, თქვენს ადგილზე მას ბოლომდე დაველოდებოდი. სამწუხაროდ ვერ ვნახე ერთი ფეხბურთელი მაინც, რომელმაც ბენზემას დასაბრუნებლად იბრძოლა“, – ასრულებს წერილს ევრა.