სარჩევი
2023 აპრ 13, 16:00 შშ
2 წუთის საკითხავი

ევროპა ლიგა კონფერენს ლიგის ფინალისტების შეხვედრით გაიხსნება. ფეინოორდი რომას უმასპინძლებს, ჟოზე მოურინიუ აპირებს რომა ნაბიჯ-ნაბიჯ აიყვანოს ახალ სიმაღლეზე. რაც თავის დროზე პორტუსთან ერთად გააკეთა.

მერე ჩემპიონთა ლიგის ჯერიც მოვა, ოღონდ მოგებამდე ჯერ ფიქრიც არ ღირს. ამ ფორმაციის რომასთვის მონაწილეობაც საქმეა.

შეხვედრა თბილისის დროით 20:45-ზე დაიწყება.

ცენტრალური მატჩი

23:00 საათზე სამი შეხვედრა დაიწყება, ლევერკუზენი იუნიონს უმასპინძლებს, იუვენტუსი სპორტინგს, მანჩესტერ იუნაიტედი – სევილიას.

ეს უკანასკნელი ცენტრალურ შეხვედრად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ერთი მხრივ ტურნირის მთავარ ფავორიტთან გვაქვს საქმე, მეორე მხრივ კი ისტორიულ ფავორიტთან. არ აქვს მნიშვნელობა ვინ წვრთნის სევილიას, ეს გუნდი ევროპა ლიგაზე ყოველთვის უნდა მივიჩნიოთ ფავორიტად.

რა ითქვა

გარნაჩო და რაშფორდი ვერ დაგვეხმარებიან, არ ვიცი რაშფორდი როდის დაგვიბრუნდება, ახლა ამის თქმა არ შემიძლია. რამდენიმე თამაშს გამოტოვებს“.

მარსიალი მზად არის, მისი ბოლო თამაშით კმაყოფილები დავრჩით. ის მზად არის რომ თამაში პირველივე წუთებიდანვე დაიწყოს”.

გვსურს, რომ დინამიკაში ვითამაშოთ და მეტოქე გავაკვირვოთ, ნახევარდაცვაში კარგი ბალანსი გვაქვს. ყოველ მომდევნო მატჩში უნდა გავაუმჯობესოთ თამაში”, – თქვა ერიკ ტენ ჰაგმა.

რაც შეეხება მენდილიბარის კომენტარს:

ჩვენ მდიდარი ისტორიის მქონე კლუბები ვართ, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, ორივე გუნდი მოგებაზე იფიქრებს”.

თამაშიდან თამაშამდე მცირე დრო გვაქვს, ხანდახან მხოლოდ 2-3 დღე, მაგრამ ეს თანამედროვე ფეხბურთია, ამას მიჩვეულები ვართ, ახლა მხოლოდ მანჩესტერთან თამაშზე ვფიქრობთ”.

მათ ჩვენზე ბევრად დიდი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ მათ პლუსებზე არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ ჩვენივე უპირატესობებს უნდა დავეყრდნოთ”, – თქვა მენდილიბარმა.

სად ვუყუროთ?

მატჩების ყურებას Setantasports.com-ზე შეძლებთ.