ესპანეთის სუპერ თასი 2024 – setantasports.com-ზე

ესპანეთის სუპერ თასი 2024 - setantasports.com-ზე | Setanta Sports

ესპანეთის სუპერ თასი – ექსკლუზიურად setantasports.com-ზე იქნება. ბარსელონა, მადრიდის რეალი, ატლეტიკო და ოსასუნა 2024 წლის პირველი ტიტულის მოგებას შეეცდებიან.

10, 11 და 14 იანვარს Setanta Sports-ის პლატფორმის მაყურებელს ესპანეთის სუპერ თასის ორ ნახევარფინალსა და ფინალს ნახავს.

მადრიდის რეალი ატლეტიკოს, ხოლო ბარსელონა ოსასუნას დაუპირისპირდება. ფავორიტების გამარჯვების შემთხვევაში კი გრანდ ფინალში ელ კლასიკოს ვიხილავთ.

რატომ ტარდება სუპერ თასი საუდის არაბეთში

ესპანეთის სუპერ თასი 2029 წლამდე საუდის არაბეთში ჩატარდება. 2019 წელს მიღწეული, და შემდეგ გახანგრძლივებული, შეთანხმების საფუძველზე ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაცია საუდის არაბეთისგან ნახევარ მილიარდ ევროზე მეტს იღებს.

ყველა მატჩი ერთსა და იმავე, ალ ავვალ სტადიონზე იმართება. 25 000-იანი ტევადობის მქონე საუდური სტადიონი კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრის საკუთრებაა.

მეფე საუდის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონს 2019 და 2021 წლებში იტალიის სუპერ თასისა და მარადონას თასის მატჩებისთვისაც უმასპინძლია.

ესპანეთის სუპერ თასი 2024 კალენდარი

ნახევარფინალები თითო მატჩისგან შედგება. ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში ჯერ ექსტრა ტაიმები, შემდეგ კი პენალტების სერია დაინიშნება.

მადრიდის რეალიvsატლეტიკო10 იანვარი, 23:00
ბარსელონაvsოსასუნა11 იანვარი, 23:00
TBDFinalTBD14 იანვარი, 23:00

სად ვუყურო ესპანეთის სუპერ თასს

ესპანეთის სუპერ თასის სამივე მატჩი setantasports.com-ის პირდაპირ ეთერში იქნება. რეალი vs ატლეტიკო, ბარსელონა vs ოსასუნა და ფინალი ექსკლუზიურად setantasports.com-ის პლატფორმაზე იქნება.

ესპანეთის სუპერ თასი – ისტორია

სუპერ კოპა ესპანია ოფიციალურად 1982 წლიდან ტარდება. თუმცა თასისა და ჩემპიონატის გამარჯვებულებს შორის ესპანეთში მატჩები 1940 წლიდან იმართება.

ოფიციალურად ტიტულების ათვლა 1982 წლიდან ხდება. ლა ლიგის გამარჯვებული ბარსელონა ამ ჯილდოს ყველაზე მეტჯერ 14-ჯერ ფლობდა.

ისტორიაში ესპანეთის სუპერ თასისთვის სულ 12 კლუბს უბრძოლია. ბარსელონასა და რეალის დომინაციის ნაკლებობას ესპანური ფეხბურთი არც კონკრეტულად სუპერ კოპაზე განიცდის.

კლუბიგამარჯვებამარცხი ფინალში
ბარსელონა1411
მადრიდის რეალი116
ბილბაოს ატლეტიკი33
დეპორტივო30
მადრიდის ატლეტიკო25
ვალენსია13
სევილია13
სარაგოსა12
მალიორკა11
რეალ სოსიედადი10
ესპანიოლი02
ბეტისი01

ესპანეთის სუპერ თასი – ბომბარდირები

ფეხბურთელიკლუბიგოლებიმატჩები
ლიონელ მესიბარსელონა1420
რაულირეალი712
ქარიმ ბენზემარეალი713
ჰრისტო სტოიჩკოვიბარსელონა610
ჩიკი ბეგირისტაინისოსიედადი, ბარსელონა, დეპორტივო612
ფრედერიკ კანუტესევილია52
არიც ადურისიბილბაო42
კრიშტიანუ რონალდურეალი47
ხოსე მარი ბაკეროსოსიედადი, ბარსელონა411
ჩავი ერნანდესიბარსელონა414

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე