სარჩევი

ბრაზილიელი ტალანტი ენდრიკ ფელიპე 2024 წლიდან მადრიდის რეალში ითამაშებს.

ენდრიკს ბევრი მსურველი ჰყავდა, ბარსელონას, ჩელსისა და სენ ჟერმენის სახით, მაგრამ 16 წლის ფეხბურთელმა არჩევანი რეალზე შეაჩერა.

რამდენიმე კლუბი მზად იყო ენდრიკის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაეხადა, ჩელსიმ სახლიც შეურჩია, პსჟ-ს წარმომადგენელი ბრაზილიაში ჩავიდა მის დასაყოლიებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

“მადრიდის რეალი ძალიან დიდი კლუბია. ვინი (ვინისიუს ჟუნიორი) შეტყობინებებს მიგზავნიდა და იმედს მაძლევდა. კრიშტიანუც რეალში თამაშობდა, ის ჩემი საფეხბურთო იდეალია, ამიტომ ავირჩიე მადრიდის რეალი. მგონია, რომ ეს სწორი არჩევანია. ღმერთი ყოველთვის ჩემთან იყო და ის მეუბნება, რომ ეს საუკეთესო გზაა“, – თქვა ენდრიკ ფელიპემ.

ენდრიკის ტრანსფერში თავისი წვლილი მიუძღვის ჯუნი კალაფატს, რომელიც მადრიდის რეალისთვის სამხრეთ ამერიკაში ეძებს ტალანტებს.