სარჩევი
2022 დეკ 16, 13:35 შშ
1 წუთის საკითხავი

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. გულშემატკივართა ნაწილი შიშობდა, რომ მესის ტრავმა აწუხებდა, ხორვატიასთან მატჩის დასაწყისში ბარძაყის კუნთზე იკიდებდა ხელს, არგენტინელებს კარგად მოეხსენებათ, რომ მესის კარიერის მანძილზე რამდენჯერმე ჰქონია მსგავსი დაზიანება.

არა, ყველაფერი რიგზეა, მესის ტრავმა არ აწუხებს“, – დაამშვიდა ემილიანომ გულშემატკივრები. მარტინესის პასუხს ამყარებს ის ინფორმაციაც, რომ მესიმ ერთდღიანი დასვენებით არ ისარგებლა და მაინც სავარჯიშო მოედანზე იყო.

ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, ყველა თამაშის ბოლომდე მიყვანა სურს, ნიდერლანდებთან 120 წუთიანი თამაშის შემდეგ ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ეს მესიზე გავლენას არ ახდენს, ის ყველაფრისთვის მზად არის“.

მე თუ მკითხავთ 50 წლამდეც შეძლებს თამაშს, პატარაა, მაგრამ ძალიან ძლიერი. მშრომელი ფეხბურთელია, არგენტინელები მას უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე პრეზიდენტს”

“მასთან ერთად თამაში ჩემი კარიერის ყველაზე კარგი გამოცდილებაა, სელფის გადაღება რომ მთხოვა ძალიან ამაყი ვიყავი, ეს ფოტო სახლში მაქვს, ჩარჩოში ჩასმული”.

ამილიანომ განვლილ გზაზეც ისაუბრა.

არ მჯერა, რომ პირველი მატჩი წავაგეთ, (გულისხმობს საუდის არაბეთს), 36 მატჩიანი წაუგებელი სერია შევწყვიტეთ, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სწრაფადვე შევძელით ყველაფრის შეცვლა. მექსიკასთან მატჩში ყველას სურდა რომ წაგვეგო, მაგრამ ჩვენს ზურგსუკან 45 მილიონი არგენტინელია, ჩვენ მებრძოლი ერი ვართ, ამიტომაც მოვახერხეთ გამარჯვება”

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.