კვარაცხელია ამ ქვეყნის გმირია – ემილ სმიტ როუ

ემილ სმიტ როუ - ექსკლუზიური ინტერვიუ | Setanta Sports

setantasports.com-მა ინგლისის U21 მოინახულა და ემილ სმიტ როუსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. არსენალისა და ინგლისის U21-ის ნაკრების ნახევარმცველმა საკუთარ ნაკრებზე, საქართველოზე, საკაზე, კვარაცხელიასა და არსენალზე ისაუბრა.

ინგლისის U21 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფშია. ბრიტანელები ორ მატჩს ბათუმში, ხოლო ერთს ქუთაისში გამართავენ. პირველ შეხვედრას ინგლისის U21 ჩეხეთის წინააღმდეგ ბათუმში adjarabet arena-ზე ატარებს.

ემილ სმიტ როუ ევროპის U21-ის ჩემპიონატზე

გერმანია, ჩეხეთი და ისრაელი – ინგლისს მარტივი ჯგუფი არ შეხვდა, თუმცა ლი კარსლის გუნდი მაინც ფავორიტია.

ინგლისის ახალგაზრდულმა გუნდმა ტურნირის დაწყებამდე აჭარის რეგიონში ადგილობრივი ბავშვები მოინახულა. შეხვედრა საკმაოდ ემოციური გამოდგა.

“ძალიან აღელვებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით ტურნირის დაწყებას. უკვე რამდენიმე დღეა კარგად ვვარჯიშობთ. მოსამზდებელი შეკრების დაწყებით ყველა ბედნიერია.

შესანიშნავი იყო ბავშვების ნახვა და იმ სიყვარულის შეგრძნება, რომელიც მათ ჩვენს მიმართ აქვთ, ყოველთვის სასიამოვნოა. როგორც შენ თქვი, ჩვენ თქვენგან შორს ვცხოვრობთ და როდესაც აქ ჩამოვედით და მათ [ბავშვებს] შევხვდით, დიდებული განცდა დაგვეუფლა.

შეკრების მიმდინარეობისას, ემოციური თვალსაზრისით, ყველაფერი კარგადაა. ყველა ბედნიერია და მშვიდად ვართ. ჯერ-ჯერობით ყველაფერი წესრიგშია. ტურნირისთვის მზად ვართ. ბიჭებმაც მითხრეს, რომ კარგად გაერთნენ, ბავშვებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს. ბედნიერი ბავშვების ხილვა ყოველთვის ბრწყინვალე შეგრძნებას იწვევს…

ამინდი ინგლისისგან განსხვავებულია. საწყისი რამდენიმე დღე მზიანი იყო, ახლა წვიმს. ვცდილობთ, რომ თავის ისე ვიგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში და კომფორტულად მოვეწყოთ, როგორც უკვე აღვნიშნე, თამაშისთვის მზად ვართ”.

ემილ სმიტ როუ - ექსკლუზიური ინტერვიუ | Setanta Sports

ემილ სმიტ როუ – ინგლისის U21-ზე

“საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაშზე უარს ვერ იტყვი. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივია. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარ გუნდში ვიქნები თუ 21-წლამდე ნაკრებში. ჩემთვის ორივე ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი ქვეყნისთვის თამაშზე უარს ვერ ვიტყვი – ეს დიდი პატივია.

აქ ყოფნა და თანაგუნდელების ნახვა ამაღელვებელია. ჩვენ ეროვნული ნაკრების გერბისთვის ვითამაშებთ”.

ემილ სმიტ როუ – ბუკაიო საკაზე

“ბუკაიო საკა რომ აქ იყოს? ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გავიმარჯვებდით. თუმცა, ის აქ არ არის. მთავარ გუნდში შესანიშნავად თამაშობს.

ვუყურე მატჩს და ჰეთ-თრიკი შეასრულა, შთამბეჭდავი გოლები იყო. ის რომ აქ იყოს, რა თქმა უნდა, მოვიგებდით, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც დიდი შანსი გვაქვს.

ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით და გვჯერა, რომ ტურნირის მოგება შეგვიძლია”.

ემილ სმიტ როუ – ხვიჩა კვარაცხელიაზე

დიახ, ძალიან ხვიჩა კვარაცხელია კარგი მოთამაშეა და ძალიან მომწონს. ცოტა არ იყოს გვგავს სატამაშო სტილით და ხანდახან არსენალშიც კი ვსაუბრობთ ხოლმე მასზე, როცა თამაში ჩვენამდე აქვს და გოლი გააქვს, ან რაღაც ამგვარი ხდება…

ნამდვილად კარგია, მომწონს და ვფიქრობ მისი თამაშის ყურება ნამდვილად ღირს.

აჩვენებს, რაოდენ უყვარს ფეხბურთი და რამხელა ვნება აქვს მის მიმართ. შესანიშნავია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, თუ საიდან არის.

ის საქართველოდანაა და დარწმუნებული ვარ, ის ამ ქვეყანაში ნამდვილი გმირია. თან, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. აშკარაა, რომ წინ დიდი მომავალი აქვს. აღტაცებით ვადევნებ თვალს და ძალიან კარგ მოთამაშედ მიმაჩნია.

ვიდეო ინტერვიუს სრული ვერსიის ხილვა Setanta Sports-ის Facebook და Youtube პლათფორმებზე შეგიძლიათ.

პრომოკოდი და შეთავაზება setantasports.com-ზე

საზაფხულო შეთავაზება setantasports.com-ის მკითხველებისთვის. 30 ივნისამდე ახალ ან არსებულ ანგარიშზე გამოიყენეთ პრომოკოდი SUM30 ან SUM40 და მიიღეთ სოლიდური ფასდაკლება.

SUM30 – 30%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM30-ის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას ჩვენი პლათფორმის ერთთვიან პაკეტზე.

SUM40 – 40%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM40-ის გამოყენების შემთხვევაში კი 40%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ჩვენი პლათფორმის ორთვიან გამოწერაზე.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა setantasports.com-ზე თქვენს პირად ანგარიშზე სასურველი პრომოკოდი გამოიყენოთ.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე