სარჩევი
დორტმუნდი vs რეალი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი | Setanta Sports
2024 ივნ 01, 20:04 შშ
3 წუთის საკითხავი

დორტმუნდი vs რეალი – ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2023/24 – სეზონის მთავარი მატჩი უემბლიზე გაიმართება. დორტმუნდი vs რეალი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Sports 1-სა setantasports.com-ზე 22:55 წუთიდან ნახავთ.

დორტმუნდი vs რეალი – ჩემპიონთა ლიგის ფინალებში

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალებში 17-ჯერ არის ნამყოფი. სამეფო კლუბმა 14-ჯერ გაიმარჯვა და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა.

გადამწყვეტ მატჩში რეკორდსმენი თეთრი ბალეტის ძლევა მხოლოდ ბენფიკამ, ინტერმა და ლივერპულმა შეძლეს.

1961-62: რეალი 3:5 ბენფიკა
1963-64: რეალი 1:3 ინტერი
1980-81: რეალი 0:1 ლივერპული

მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგის 17 ფინალი აქვს ნათამაშები | Setanta Sports

დორტმუნდის ბორუსიასთვის კი ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების ფინალი ისტორიაში მე-3 იქნება. შვარცგელბენს 1 მოგება და 1 მარცხი აქვს.

საგულისხმოა, რომ წაგებული ფინალური მატჩი დორტმუნდმა სწორედ უემბლიზე ითამაშა. დერ კლასიკერში 2012/13 წლების სეზონში ბაიერნმა არიენ რობენის გოლით გაიმარჯვა.

დორტმუნდს ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი აქვს ნათამაშები | Setanta Sports

სად ვუყუროთ დორტმუნდი vs რეალი ფინალს

ჩემპიონთა ლიგის 2023/24 სეზონის ფინალის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება.

მატჩის ლაივი 22:55-დან დაიწყება. ქართულენოვან რეპორტაჟს კი კომენტარს ალექსანდრე გაბრიჩიძე და ნიკოლოზ ტაბატაძე გაუკეთებენ.

ფინალური მატჩის დაწყებამდე, Setanta Sports-ის Youtube-ზე გადაცემა ლიგის დროას შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი. Youtube-ზე ლაივი 21:00 საათიდან დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობები

საკადრო პრობლემები გუნდებს თითქმის არ აწუხებთ. მეტიც, მადრიდის რეალს კარში ტიბო კურტუა უბრუნდება. თუმცა, რამდენად პროდუქტიული იქნება ეს სამეფო კლუბისთვის რთული სათქმელია.

ბელგიელმა 2023 წლის 3 აგვისტოს შემდეგ, 4 მაისს პირველად კადისთან ითამაშა. იქიდან მოყოლებული კი ლა ლიგის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რეალის მხარეს დანაკლისია ორელიან ჩუამენის სახით. ფრანგ საყრდენთან ერთად რეალს 31-დან არცერთი მატჩი წაუგია.

კარლო ანჩელოტის კვლავ არ ეყოლება დავიდ ალაბა, რომელიც კარგა ხანია მძიმე ტრავმას იშუშებს.

რაც შეეხება დორტმუნდს, ედინ ტერზიჩის გუნდის მხარეს ლაზარეთში მხოლოდ ძველი სახეები არიან. რამი ბენსებაინი, მატეუ მორეი ბაუზა და იულიან დურანვილი არიან.

დორტმუნდი:

კობელი – რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი – ჯანი, ზაბიცერი, ბრანდტი – ადეიემი, სანჩო, ფიულკრუგი.

რეალი:

კურტუა – კარვახალი, ნაჩო, რიუდიგერი, მენდი – ვალვერდე, კროოსი, კამავინგა – ბელინგემი – როდრიგო, ვინისიუსი.

ვინ არის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი

ფინალურ მატჩს სლავკო ვინჩიჩი იმსაჯებს. სლოვენიელი არბიტრი 14 წელია FIFA-ს კატეგორიის მსაჯია.

კარიერაში მას ჩემპიონთა ლიგის 12 და ევროპა ლიგის 19 მატჩი განუსჯია. აქედან უმაღლეს დონეზე, ევროპა ლიგის ფინალში, აინტრახტისა და რეინჯერსის მატჩზე უმსაჯია.

საინტერესოა, ზუსტად 4 წლის წინ ვინჩიჩი ბოსნია ჰერცეგოვინაში, პროსტიტუციასა და ნარკოტიკებთან შემხებლობაში ბრალდებით დააკავა, თუმცა მალევე ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლა.

მას ასისტენტობა ასევე სლოვენიელები, ტომაჟ კლანჩნიკი და ანდრაჟ კოვაჩიჩი გაუწევენ. მე-4 მსაჯი ფრანგი ფრანსუა ლეტესიე იქნება.

VAR-ის ოთახში მთავარი სლოვენიელი ნეიც კაიტაზოვიჩი იქნება. მისი ასისტენტები კი სლოვენიელი რადე ობრენოვიჩი და იტალიელი მასიმო ირატი იქნებიან.

ბოლო ცეკვა – როისი vs კროოსი

და ვისი იქნება ბოლო ცეკვა? როისი კროოსის წინააღმდეგ. დღევადელ ფინალურ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას მარკო როისისა და ტონი კროოსის დაპირისპირება სძენს.

ორივე გერმანელ ფეხბურთელს აქვს შანსი, უმაღლეს დონეზე, სცენა გამარჯვებულმა დატოვოს. ამ გამორჩეულ დუელზე კი არმაზ ახვლედიანის სტატიის წაკითხვა, ფინალამდე დარჩენილ დროს თვალსა და ხელს შუა გაგაყვანინებთ.

ამას გარდა, Setanta Sports-ის Youtube-ზე გადაცემა ლიგის დროაც არ დაგავიწყდეთ. ლაივი 21:00 საათიდან დაიწყება.