დორტმუნდი vs ჩელსი – Preview

დორტმუნდი vs ჩელსი | Setanta Sports

დორტმუნდის ბორუსია და ჩელსი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდებიან. ზიგნალ იდუნა პარკზე მორიგი გერმანულ-ინგლისური დაპირისპირება გველის.

ფაქტები – დორტმუნდი vs ჩელსი

  • ჩემპიონთა ლიგაზე ბორუსია 1/8 ფინალში მე-8-ედ თამაშობს.
  • ჩელსი ფლეი ოფში მიჯრით მე-8-ედ გავიდა.
  • დორტმუნდი G ჯგუფში მანჩესტერ სიტის ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა.
  • ჩელსიმ E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
  • წყვილი ერთმანეთის წინააღმდეგ ისტორიაში პირველად ითამაშებს.
ედინ ტერზიჩი vs გრემ პოტერი | Setanta Sports
ედინ ტერზიჩი vs გრემ პოტერი

გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე – დორტმუნდი vs ჩელსი

დორტმუნდის გამოცდილება

1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გასულ სეზონში ჯგუფში აიაქსსა და სპორტინგს ჩამორჩა. ევროპა ლიგიდან კი რეინჯერსმა გამოაგდო.

ედინ ტერზიჩის ბორუსიამ ფლეი ოფში გასულ 16 გუნდს შორის ყველაზე ნაკლები 9 ქულა აიღო. დორტმუნდს ზიგნალ იდუნა პარკზე გამართული ბოლო 10 ევროპული მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული.

ბორუსიამ 2020/21 წლების სეზონში სევილიას ჯამში 5:4 აჯობა. შავ-ყვითლების ბალანსი ამ სტადიაზე 4 მოგება და 3 მარცხია.

ბორუსია ინგლისურ გუნდებთან ზედიზედ 8-ჯერ დამარცხდა. ეს სერია კი ტერზიჩის გუნდმა ამ სეზონში, მანჩესტერ სიტისთან 0:0 ნათამაშები მატჩით შეწყვიტა.

ბოლოს ბორუსიამ ინგლისურ გუნდს 2015/16 წლების სეზონში აჯობა. დორტმუნდმა ტოტენჰემს 2:1 მოუგო.

ორმატჩიან დუელში ინგლისურ გუნდებთან დორტმუნდის ბალანსი 3 მოგება და 4 მარცხია.

ჩელსის გამოცდილება

ჩელსი ჩემპიონთა ლიგაზე მე-19 სეზონს ატარებს. ინგლისურ გუნდებში ლურჯები არსენალს გაუთანაბრდნენ და მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედს(24) ჩამორჩებიან.

19 სეზონიდან ჩელსი ჯგუფში მხოლოდ 1-ელ ჩარჩა. ეს 2012/13 წლების სეზონში მოხდა – ჩელსი გახდა ერთდერთი მოქმედი გამარჯვებული, რომელიც ჯგუფში ჩარჩა. თუმცა იმ სეზონში გუნდმა ევროპა ლიგაზე გადასვლის შემდეგ ტიტული მოიგო.

გასულ სეზონში ჩელსი მომავალ გამარჯვებულ მადრიდის რეალთან დამარცხდა. ტომას ტუხელის გუნდი ჯგუფში იუვენტუსს ჩამორჩა, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ლილი გააგდო, მეოთხედფინალში კი რეალთან 3-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის ბოლო 36 თამაშში ასეთი სტატისტიკა აქვს: 23 მოგება, 7 ფრე, 6 წაგება. ბოლო 25 გასვლით მატჩში ლურჯებს სულ 3 აქვთ წაგებული.

1/8 ფინალში ჩელსის სტატისტიკა 10 მოგება და 6 მარცხია. 2020/21 წლების სეზონში ლონდონურმა გუნდმა წაგებათა 4-სეზონიანი სერია ატლეტიკოსთან წარმატებით დაასრულა.

ჩელსი ბოლოს გერმანული გუნდებიდან მიუნხენის ბაიერნს შეხვდა. 2019/20 წლების სეზონში რეკორდმაისტერმა 1/8 ფინალში ჩელსი ჯამში 7:1 დაამარცხა.

ჯუდ ბელინგემი vs მიხაილო მუდრიკი | Setanta Sports
ჯუდ ბელინგემი vs მიხაილო მუდრიკი

სიახლეები – დორტმუნდი vs ჩელსი

დორტმუნდი

განაცხადს დაემატნენ:

  • ჯეიმი ბაინო-გიტენსი
  • მაჰმუდ დაუდი
  • სებსატიან ალე
  • იულიან რიერსონი

განაცხადიდან ამოიღეს:

  • თორგან აზარი
  • აბდულაე კამარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ბორუსიამ ყველა ტურნირზე 7 მატჩი მოიგო და 2 წააგო.

ბორუსიას 2023-ში 6-ივე მატჩი მოგებული აქვს. ამ თამაშებში ტერზიჩის გუნდმა 17 გოლი გაიტანა.

სებასტიან ალემ, რომელმაც სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაამარცხა, ოფიციალურ მატჩში პირველად 22 იანვარს აუგსბურგთან ითამაშა, ხოლო სადებიუტო გოლი, 4 თებერვალს გაიტანა. სიმბოლურია, რომ ალემ ფრაიბურგს სიმსივნის საერთაშორისო დღეს გაუტანა.

ჩელსი

განაცხადს დაემატნენ:

  • ჟოაუ ფელიქსი
  • ენცო ფერნანდესი
  • მიხაილო მუდრიკი

განაცხადიდან ამოიღეს:

  • პიერ-ემერიკ ობამეიანგი
  • ჟორჟინიო

ზამთარში შეძენილი სხვა ფეხბურთელები: დავიდ დატრო ფოფანა, ბენუა ბადიაშილი, ანდრეი სანტოსი, ნონი მადუეკე და მალო გუსტო(იჯარა ლიონში) ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არიან.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩელსიმ 12 მატჩიდან 6 წააგო ყველა ტურნირზე.

ბოლო 8 მატჩში კრისტალ პალასთან მოგებული მატჩი ერთადერთია.

ლურჯებმა ბოლო 12 მატჩიდან 7-ში გოლი ვერ გაიტანეს.

ლიგის თასიდან და FA თასიდან ჩელსი მანჩესტერ სიტიმ გამოაგდო.

რაჰიმ სტერლინგს ბოლო პრემიერლიგური მატჩი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.

გრეგორ კიობელი vs კეპა არისაბალაგა | Setanta Sports
გრეგორ კიობელი vs კეპა არისაბალაგა

სად და როგორ ვუყურო დორტმუნდი vs ჩელსის

დორმტუნდი vs ჩელსის მატჩი Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 23:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.

30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებს 30 %-იანი ფასდაკლების მიღება შეგიძლიათ. ამისთვის პრომო კოდის 30OFF გამოყენება დაგჭირდებათ.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე