დინამო თბილისი vs ასტანა – ჩემპიონთა ლიგის წილისყრა

დინამო თბილისი vs ასტანა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა | Setanta Sports

ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის კვალიფიკაციის წილისყრა გაიმართა. დინამო თბილისის მეტოქე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასტანა იქნება.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ყაზახეთის ჩემპიონი იქნება.

როგორი გუნდია ასტანა

ასტანა ყაზახეთის 7-გზის ჩემპიონია. 2009 წელს დაფუძნებულ გუნდს ქვეყნის თასი 3-ჯერ აქვს მოგებული.

მოქმედი ჩემპიონი ყაზახეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებასაც ლიდერობს.

ასტანას UEFA-ს საკლუბო რეიტინგში 14 ქულა აქვს და ევროპაში 110-ე ადგილზეა. შედარებისთვის დინამო თბილისი 178-ე ადგილზეა და კოეფიციენტის გრაფაში 7.5 ქულა აქვს.

ასტანას მთავარი მწვრთნელი გრიგორი ბაბაიანია. ყაზახი სპეციალისტი ასტანას სათავეში 2022 წლის სექტემბერში დაუბრუნდა. მან პოსტზე სერბი სრდან ბლაგოჟევიჩი ჩაანაცვლა. მანამდე ბაბაიანი ასტანას დროებით მთავარ მწვრთნელად 2013-2018 რამდენჯერმე დაინიშნა.

მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი აბატ აიმბეტოვია 5 გატანილი გოლით. აიმბეტოვმა ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობაში ჩრდილოეთ ირლანდიას გამარჯვების, თანაც მოხდენილი გოლი გაუტანა.

გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მარინ ტომასოვია. 35 წლის ხორვატი 10-იანი კვლავ თამაშობს და თანაც, შედეგიანად. მის ანგარიშზე 208 მატჩში 94 გოლია.

დინამო თბილისი vs ასტანა – საქართველო vs ყაზახეთი

ეს ქართულ-ყაზახური გუნდების მე-9 დუელი იქნება ევროთასებზე. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი – მე-4.

დინამო თბილისი 2014-15 წლების სეზონში აკტობესთან ორი მატჩის ჯამში 0-4 დამარცხა. ასტანას ამ ფორმაციის გუნდს კი ქართულ გუნდთან არ უთამაშია.

თუმცა წინა ფორმაციის ასტანა 1964-ს, რომელიც დღეს ჟენესის სახელით თამაშობს,(თორნიკე ძებნიაური და შოთა შეყილაძე ირიცხებიან) 2007-08 წლების სეზონში, რუსთავის ოლიმპი ჰყავს დამარცხებული ორი მატჩის ჯამში 3-0.

ურთიერთშეხვედრებში ცალსახა უპირატესობა ყაზახების მხარესაა. 8 გამართული დუელიდან ყაზახურმა გუნდებმა ქართულის ბარიერი 7-ჯერ გადალახეს. ერთადერთი გამონაკლისი 2011-12 წლების სეზონია, როდესაც რუსთავის მეტალურგმა პავლოდარის ირტიშს დაამარცხა.

პირველი მატჩი ასტანაში გაიმართება, საპასუხო კი – თბილისში. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 11-12 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი 18-19 ივლისს.

პრომოკოდი და შეთავაზება setantasports.com-ზე

საზაფხულო შეთავაზება setantasports.com-ის მკითხველებისთვის. 30 ივნისამდე ახალ ან არსებულ ანგარიშზე გამოიყენეთ პრომოკოდი SUM30 ან SUM40 და მიიღეთ სოლიდური ფასდაკლება.

SUM30 – 30%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM30-ის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას ჩვენი პლათფორმის ერთთვიან პაკეტზე.

SUM40 – 40%-იანი ფასდაკლება setantasports.com-ზე

პრომოკოდის SUM40-ის გამოყენების შემთხვევაში კი 40%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ჩვენი პლათფორმის ორთვიან გამოწერაზე.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა setantasports.com-ზე თქვენს პირად ანგარიშზე სასურველი პრომოკოდი გამოიყენოთ.

ავტორის შესახებ
Picture of ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე