სარჩევი
დინამო თბილისი სამმა ფეხბურთელმა დატოვა | Setanta Sports
2022 დეკ 22, 17:23 შშ
1 წუთის საკითხავი

გიორგი გაბედავა, ანტონ ჩიჩკანი და გოდფრი სტეფენ ბიტოკი დინამო თბილისში აღარ ითამაშებენ. სამივე მათგანს კონტრაქტი დაუსრულდა.

ქართველმა, ბელარუსმა და ნიგერიელმა ფეხბურთელებმა დინამოსთან ერთდ 2022 წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.

გიორგი გაბედავა თბილისური კლუბის შემადგენლობაში 2020 წლიდან ირიცხებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 23 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. 

რაც შეეხება გოდფრი სტეფენ ბიტოკს, ის დინამო თბილისს 2022 წლის სეზონის დასაწყისში იჯარის წესით შეუერთდა. ნიგერიელმა მცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 14 შეხვედრა გამართა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. 

ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი საქართველოს ჩემპიონს 2022 წლის სეზონის დასკვნით ნაწილში შეუერთდა, მას დინამოს ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს. 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 2023 წლის სეზონისთვის მზადებას იანვრიდან დაიწყებს. თბილისური გუნდი მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.