სარჩევი
დინამო თბილისი სუპერ თასის გამარჯვებულია | Setanta Sports
2023 ივლ 05, 17:12 შშ
2 წუთის საკითხავი

დინამო თბილისმა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასი მოიგო. ახალი ფორმატით გამართულ ოთხთა ფინალში დინამო თბილისმა დინამო ბათუმი პენალტებში დაამარცხა.

დინამო თბილისსა და დინამო ბათუმს შორის სუპერ თასის ფინალის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში დინამო ბათუმმა გახსნა. გოლი ლამაზი კომბინაციის შედეგად ფლამარიონ ჯოვინომ გაიტანა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდს ანგარიშის გაზრდის შანსიც ჰქონდა.

წონასწორობა დინამო თბილისმა მატჩის ბოლო მონაკვეთში აღადგინა. გოლი კუთხურიდან გიორგი სიგუამ გაიტანა.

მატჩი ძლიერი წვიმის თანხლებით გაგრძელდა. თუმცა დინამო არენის მინდვრის სადრენაჟო სისტემამ იმდენად გამართულად იმუშავა, რომ ბუნებრივი საფარის ერთი, პატარა მონაკვეთიც კი არ დატბორილა.

დასკვნითი მონაკვეთის მთავარი ჰაილაითი ლადო მამუჩაშვილის საჯარიმო დარტყმა და გიორგი ლორიას მოგერიება იყო.

პენალტების სერიაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 0:2-დან ამოქაჩა და საბოლოოდ 4:3 მოიგო. დინამო თბილისმა სლავა მეტრეველის სახელობის თასი ისტორიაში მეცხრედ აღმართა.

დინამო თბილისი 4:3 დინამო ბათუმი პენალტების სერია

დინამო თბილისი 1:1 დინამო ბათუმი სუპერ თასი სრული მატჩი

საქართველოს სუპერ თასი 2023

საქართველოს სუპერ თასი ახლებური ფორმატით ჩატარდა. ოთხთა ტურნირში მონაწილეობა დინამო თბილისმა, დინამო ბათუმმა, ქუთაისის ტორპედომ და გორი დილამ მიიღეს.

ნახევარფინალებში დინამოებმა დილა და ტორპედო დაამარცხეს. მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში კი ტორპედომ დილა ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა.

ევროტურნირების წინ ეს ქართული გუნდების ბოლო რეპეტიცია იყო. ერთ კვირაში, ოთხივე ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის კვალიფიკაციაში ჩაერთვებიან.