სარჩევი

მაროკოელ ქომაგსა და ადგილობრივ სპეცრაზმს შორის შეტაკება ჯერ კიდევ იქამდე მოხდა, სანამ თერთმეტმეტრიანების სერია დაიწყებოდა. სამართალდამცავებმა ოპერაციაში ჩართეს ძაღლები და ცხენოსნები, შეტაკების დროს ერთ-ერთი მათგანი ცხენიდან გადმოვარდა. ეს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით ყველაზე დიდი არეულობა იყო.

ორგანიზატორების განმარტებით ასობით უბილეთო ქომაგი სტადიონზე შეღწევას ცდილობდა, სწორედ ეს გახდა არეულობის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ესპანეთის ფორმაში გამოწყობილი ქალი სამართალდამცავებს მიმართავდა, რომ არეულობაში ბავშვი მოჰყვა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოეყვანათ ხალხმრავალი ადგილიდან.

კადრებში ასევე ჩანს, რომ პოლიციელები გულშემატკივრებს ძალის გამოყენებით იცილებდნენ ღობის მიღმა. ორგანიზატორების თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი შეეცდებოდა უბილეთოდ სტადიონზე შეღწევას, როგორც წესი, ეს ამბავი მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე იწყება, ამიტომ, პოლიციამ გადაწყვიტა 20 წუთით ადრე დაეკეტა შესასვლელები, რამაც ბილეთის მქონე ქომაგის განრისხება გამოიწვია, ისინი აჩვენებდნენ შესასვლელში პასპორტებსა და ტელეფონებს, მაგრამ უშედეგოდ, გადაწყვეტილება ასეთი იყო.

ეჭვი გაჩნდა კანადასთან მატჩის შემდგომ, ჯერ კიდევ ამ მატჩის დროს ცდილობდნენ უბილეთო მაროკოელები სტადიონზე შეღწევას, გამოდის რომ რაც უფრო მნიშვნელოვანია თამაში, მით უფრო მეტი მაროკოელი ცდილობს უბილეთოდ შეძვრეს სტადიონზე, ასე რომ, პორტუგალიასთან მატჩის წინ, ორგანიზატორებს დიდი თავსატეხი ელით.