სარჩევი
დელი ბლინდი აიაქსიდან მიდის | Setanta Sports
2022 დეკ 28, 11:36 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

დელი ბლინდი და აიაქსი კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამსტერდამულმა კლუბმა ხელშეკრულების შეჩერება ოფიციალურად დაადასტურა.

32 წლის მცველმა აიაქსის მაისურით 333 მატჩი ჩაატარა. უმცროსი ბლინდი ამსტერდამული გუნდის აკადემიას 8 წლის ასაკში შეუერთდა.

ბლინდმა აიაქსთან ერთად ერედივიოზიონის 7 ტიტული მოიგო. მის ანგარიშზე 13 გატანილი გოლია.

„გასული რამდენიმე დღის მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ დეილისთან კონტრაქტი გავწყვიტოთ.

ვიმედოვნებ, ის იპოვის გუნდს, რომელთან ერთადაც მის წარმატებულ კარიერას დაასრულებს.

დეილისთან ერთად შევთანხმდით გამოსამშვიდობებელ მატჩზე, სადაც ArenA-ზე ის გულშემატკივრებს დაემშვიდობება“.

ედვინ ვან დერ სარი – აიაქსის პრეზიდენტი

აიაქსის კაპიტანი 2014 წელს ერედივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

უმცროსი ბლინდი 2014-2018 წლებში მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგდა, შემდეგ კი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

მიმდინარე სეზონში ბლინდმა პსვ-თან მატჩის გარდა ერედივიზიონის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამას გარდა მან ეროვნულ გუნდში 2022 წელს, მუნდიალის ჩათვლით, 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.