სარჩევი
2023 აპრ 13, 16:15 შშ
1 წუთის საკითხავი

ევროპა ლიგის მსგავსად, კონფერენს ლიგაზეც დღეს ჩატარდება მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები. განსაკუთრებით საყურადღებო ჩვენთვის ლეხისა და ფიორენტინას დაპირისპირებაა.

ადრეული მატჩი

თბილისის დროით 20:45 წუთზე გენტისა და ვესტ ჰემის შეხვედრა დაიწყება. ფავორიტი, რა თქმა უნდა, ვესტ ჰემია. ინგლისში ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრაც კი ძალიან რთულია, ამ ტურნირის მოგებით კი გარანტირებული გაქვს უფრო მაღალი რანგის ტურნირზე გამოსვლა.

გარდა ამისა, ევროპული ტიტული ვესტ ჰემის ფანებს ძალიან გაახარებთ.

ცენტრალური მატჩი

ვისთვის როგორ. ჩვენთვის ცენტრალური შეხვედრა ლეხისა და ფიორენტინას მატჩი იქნება. ველით კვეკვესკირის თამაშს, წიტაიშვილი კი არ ითამაშებს. მწვრთნელი აღარ ენდობა, არც დალაგებული ურთიერთობა აქვს და როგორც ჩანს, ყველაფერი დასრულებულია.

გარდა ამ შეხვედრისა, ანდერლეხტი ალკმაარისა და ბაზელი ნიცას შეხვედრა გაიმართება.

სად ვუყუროთ?

მატჩების ყურებას Setantasports.com ზე შეძლებთ.