სარჩევი
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრის შედეგები ცნობილია | Setanta Sports
2023 მარ 17, 15:31 შშ
1 წუთის საკითხავი

ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა შედგა. UEFA-ს შტაბბინაში საინტერესო, ამაღელვებელი წყვილები შედგა.

ჩემპიონთა ლიგას შემორჩენილი გუნდები ასე დაწყვილდნენ:

  • მადრიდის რეალი vs ჩელსი
  • ინტერი vs ბენფიკა
  • მანჩესტერ სიტი vs მიუნხენის ბაიერნი
  • მილანი vs ნაპოლი

1/2-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდებიან:

ნაპოლი/მილანი vs ინტერი/ბენფიკა

რეალი/ჩელსი vs სიტი/ბაიერნი

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ცალსახად გაუმართლა. სიტი, ბაიერნი და რეალი ერთ ბადეში მოხვდნენ. ეს კი კვარას გუნდის შანსებს საგრძნობლად ზრდის ფინალში გასასვლელად.

1/4-ფინალის პირველი და საპასუხო მატჩები 11/12 და 18/19 აპრილს გაიმართება.

მატჩების ხილვა Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.