სარჩევი
ჩემპიონთა ლიგა ევროპა ლიგა კონფერენს ლიგა წილისყრა | Setanta Sports
2023 დეკ 18, 13:17 შშ
2 წუთის საკითხავი

ჩემპინთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა – UEFA-ს სამივე საკლუბო ტურნირის ფლეიოფის წილისყრა setantasports.com-ისა და Setanta Sports 1-ის პირდაპირ ეთერში იქნება.

ნიონში, შვეიცარიაში UEFA-ს საკლუბო ტურნირებზე ფლეიოფებში გუნდები დღეს დაწყვილდებიან. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 15:00 საათზე დაიწყება.

ევროპა ლიგის 1/8-ფინალის წინასწარი რაუნდის წყვილები 16:00 საათიდან გაირკვევა. კონფერენს ლიგაზე კი იმავე სტადიის 8 წყვილი 17:00 საათიდან შედგება.

ჩემპიონთა ლიგა – 1/8-ფინალის წილისყრა

გუნდები ტრადიციულად განთესილებად და განუთესავებად არიან დაყოფილი. პირველადგილოსნები, მეორეადგილოსნებს შეხვდებიან. გუნდები ერთი და იმავე ასოციაციიდან და ქვეჯგუფიდან ერთმანეთის პირისპირ ვერ ითამაშებენ.

განთესილებიგანუთესავები
არსენალიკოპენჰაგენი
ატლეტიკოინტერი
ბარსელონალაციო
ბაიერნილაიფციგი
დორტმუნდინაპოლი
მანჩესტერ სიტიპსჟ
რეალ მადრიდიპორტუ
რეალ სოსიედადიპსვ

ევროპა ლიგა – წილისყრა

შეზღუდვების მხრივ, წესები აქაც იდენტურია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები განუთესავები იქნებიან, ევროპა ლიგის ჯგუფების მეორეადგილოსნები კი – განთესილები.

განთესილებიგანუთესავები
ფრაიბურგიბენფიკა
მარსელიბრაგა
ყარაბაღიფეიენოორდი
რომაგალათასარაი
პრაღის სპარტალანსი
სპორტინგიმილანი
ტულუზაშახტარი
რენიიანგ ბოიზი

კონფერენს ლიგა – წილისყრა

განთესილებიგანუთესავები
ბოდო გლიმტიაიაქსი
დინამო ზაგრებიმაკაბი ჰაიფა
ფერენცვაროშიმიოლდე
აინტრახტიოლიმპიაკოსი
გენტირეალ ბეტისი
ლეგიასერვეტი
ლუდოგორეციგრაცის შტურმი
სლოვანიუნიონ სენ ჟილუაზი

ჩემპიონთა ლიგა წილისყრა – პირდაპირი რეპორტაჟი

UEFA-ს სამივე საკლუბო ტურნირის წილისყრის ლაივის ნახვა მაყურებელს Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე 15:00 საათიდან შეეძლება.