სარჩევი
ჩემპიონთა-ლიგაზე-ფლეიოფის-წყვილები-ცნობილია | Setanta Sports
2023 დეკ 18, 15:23 შშ
1 წუთის საკითხავი

ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალი – წილისყრის შედეგები ცნობილია. 16 გუნდი 1/4-ფინალის საგზურისთვის ორმატჩიან წყვილებში იბრძოლებს.

ნიონში გამართული წილისყრის შედეგად რამდენიმე გამორჩეული წყვილი შედგა. განსაკუთრებულ ინტერესსა მოლოდინს ნაპოლი-ბარსელონას წყვილი ქმნის. ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა ბარსას წინააღმდეგ, ალბათ ბევრ ქართველ გულშემატკივარს სურდა.

დათი ხოჭოლავას კოპენჰაგენი მოქმედი ჩემპიონის, მანჩესტერ სიტის ბარიერის გადალახვას ეცდება.

განუთესავიგანთესილი
ნაპოლიvsბარსელონა
კოპენჰაგენიvsმანჩესტერ სიტი
პსჟvsრეალ სოსიედადი
პორტუvsარსენალი
ლაიფციგიvsრეალ მადრიდი
ინტერიvsატლეტიკო
პსვvsდორტმუნდი
ლაციოvsბაიერნი

ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალური წყვილების პირველი მატჩები 13/14/20/21 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5/6/12/13 მარტს შედგება.

დღესვე 1/8-ფინალის წინასწარი რაუნდის წყვილები ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე გაირკვევა. წილისყრის ლაივის ნახვა მაყურებელს setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე 16:00 და 17:00 საათებზე შეეძლება.