ბეტა ვერსია

კვარაცხელია მადრიდის რეალის წინააღმდეგ – ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის წილისყრა. როგორც მოსალოდნელი იყო საინტერესო ჯგუფები მივიღეთ, F ჯგუფი კი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება.

მთავარი მოვლენა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისა და მადრიდის რეალის გადაკვეთაა. ერთადერთი მიზეზი რატომაც მადრიდის რეალი განსაკუთრებით არ აქტიურობს ხვიჩას შესაძენად ვინისიუს ჟუნიორია, ახლა კი მათი დუელის ხილვას შევძლებთ.

ჯგუფები ასე გადანაწილდა

A ჯგუფი: ბაიერნი, მანჩესტერი, კოპენჰაგენი, გალათასარაი;

B ჯგუფი: სევილია, არსენალი, პსვ ეინდჰოვენი, ლანსი;

C ჯგუფი: ნაპოლი, რეალი, ბრაგა, უნიონ ბერლინი;

D ჯგუფი: ბენფიკა, ინტერი, ზალცბურგი, რეალ სოსიედადი;

E ჯგუფი: ფეინოორდი, ატლეტიკო, ლაციო, სელტიკი;

F ჯგუფი: პარი სენ ჟერმენი, დორტმუნდის ბორუსია, მილანი, ნიუკასლი;

G ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, ლაიფციგი, ცვერნა ზვეზდა, იანგ ბოიზი;

H ჯგუფი: ბარსელონა, პორტუ, შახტარი, ანტვერპი;

ფინალი უემბლიზე შედგება.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.
მეტი სიახლე

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე