ჩემპიონთა ლიგა – სიკვდილის ჯგუფში ბევრი რამ გაირკვევა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე წრის პირველი ტური შედგა, სენსაციები არ გვქონია, ლიდერებმა მოიგეს. ნაპოლიმ გასვლაზე იუნიონ ბერლინი დაამარცხა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ფორმა დაიბრუნა და პიკს სადღაც ზამთრისკენ უნდა ველოდოთ.

არანაკლებ საინტერესო შეხვედრები გველის მეორე ტურში, განსაკუთრებულ ინტერესს, რა თქმა უნდა, სიკვდილის ჯგუფი იწვევს. ტური ორი ადრეული შეხვედრით გაიხსნება – E ჯგუფში ფეინოორდი ლაციოს უმასპინძლებს, თბილისის დროით 20:45 ზე. H ჯგუფში კი ბარსელონა შახტარს დაუხვდება. ნაკლებ სავარაუდოა რომ ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ, იმედია ერთი მაინც ითამაშებს.

ბარსა vs შახტარი

ფრთხილი თამაში იქნება, წინ კლასიკოა. როგორც არ უნდა ეცადონ კონცენტრირებას, ყველას ფიქრი უკვე ელ კლასიკოსკენ არის მიმართული. ბარსას დიდი დანაკლისი ჰქონდა ლა ლიგის ბოლო ტურში – პედრი, ლევანდოვსკი, დე იონგი, კუნდე, რაფინია, რობერტო. არცერთი მათგანი განაცხადში არ არის, პლუს გავი, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს მატჩს.

ფანები ელიან გიუს გამოჩენას, ცვლილებაზე მაინც, ბილბაოსთან მატჩის გმირი სწორედ ეს 17 წლის ბიჭი გახდა, თუმცა, ჯერ არ უთამაშია იმდენი რომ გულშემატკივარს სრული წარმოდგენა შეუქმნას საკუთარ შესაძლებლობებზე. ასე რომ, გამადიდებელი შუშის ქვეშ მოუწევს ყოფნა.

გიუ განაცხადშია და თამაში გვაჩვენებს მიეცემა თუ არა შანსი. შესაძლებელია რომ მისი დებიუტი ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგაზე”

“მარტივ შეხვედრას ვინც ელის შეცდომას უშვებს. შახტარი ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია. დანაკლისი, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა”.

ტრავმირებული ფეხბურთელები მზად არ არიან, შეძლებენ თუ არა შაბათს თამაშს ამას დრო გვაჩვენებს. ახლა ტაქტიკის შეცვლის დრო არ არის, თამაშს ისე გავაგრძელებთ როგორც დავიწყეთ”, – თქვა მატჩის წინ ჩავი ერნანდესმა.

კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ ორი ფეხბურთელი მაინც მომჯობინდება შაბათისთვის, ამ ორიდან კი იმედი აქვთ რომ არცერთი არ იქნება სერჟი რობერტო. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს შახტარის შანსი. ბარსა ფრთხილად ითამაშებს, მაქსიმალურად ეცდება რომ შაბათისთვის კიდევ ვინმე არ გამოაკლდეს. ჩავი არაუხოს უფრთხილდება, ბოლო შეხვედრაშიც სკამიდან დააწყებინა, ურუგვაში მგზავრობისა და თამაშის შემდეგ ძალების აღდგენა იყო საჭირო.

შახტარმა ბოლო მატჩი 3:0 მოიგო. ირაკლი აზაროვი მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა, გოჩოლეიშვილი კი არ გამოჩენილა. შახტარი ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება კრივბასს.

სიკვდილის ჯგუფი – პსჟ vs მილანი

ერთი, ორი, სამი, ოთხი..

ასე გამოიყურება ამჟამინდელი ცხრილი. დორტმუნდი ერთი ქულით ბოლო ადგილზეა, მილანი ორი ქულით მესამეზე, სენ ჟერმენს სამი ქულა აქვს და მეორეზეა, ნიუკასლი კი ოთხი ქულით პირველია. პირველადგილოსანსა და ბოლოადგილოსანს შორის დაშორება მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულაა. ამ სამი ქულის აღმოსაფხვრელად ითამაშებს დორტმუნდი.

ნიუკასლი სწორი გზით მიდის, სწორად ვითარდება, მენეჯმენტი გამართულია, ფული იმდენი აქვთ სად წაიღონ არ იციან, სტადიონი და მხარდაჭერა კი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ კედლებში მოგება აბსოლუტურად ყველას გაუჭირდება.

პსჟ-თან ის დიდებული გამარჯვება უნდა დავივიწყოთ, ხელახლა უნდა შევქმნათ ის ატმოსფერო, რომელიც პარიზელებთან შეხვედრაში იყო, ხელახლა უნდა მივაღწიოთ ასეთ ხარისხს. ისეთი ჯგუფია რომ ყველა მატჩი ცენტრალურია, კარგი სტარტი გვქონდა, ახლა კი გადამწყვეტი პერიოდია, კონცენტრაციის დაკარგვის უფლება არ გვაქვს”, – თქვა ედი ჰაუმ მატჩის წინ.

გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, ბოლო ტურში კრისტალ პალასი გაანადგურეს, თავის სტილში, ლამაზი ფეხბურთით, მაღალი ტემპში, გადაჭედილ სტადიონზე. მოლოდინი ასეთივე იქნება.

ლუის ენრიკეც და პიოლიც თავიანთ შეგირდებს ეტყვიან რომ ნიუკასლი მოიგებს. შვიდ ქულას დააგროვებს და დაწინაურდება. ეს დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს როგორც მილანის, ისე პსჟ-სთვის, ახლა წაგება არაფრით არ შეიძლება. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა წარიმართოს შეხვედრა, ნეიტრალური მაყურებელი აუცილებლად გამარჯვებული დარჩება.

“მსოფლიოში ყველა კლუბს აქვს აღმასვლა და დაცემა. ამჟამინდელი მილანი აღმავლობის გზაზეა. ეს სიკვდილის ჯგუფია, ოთხივე კლუბს შეუძლია წარმატების მიღწევა, – თქვა ლუის ენრიკემ მატჩის წინ.

მატჩის დამატებითი ინტრიგა ჯანლუიჯი დონარუმა იქნება. მილანიდან პსჟ-ში გადასული მეკარე. ფანებს მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა, მატჩი პარიზში იქნება და შეუძლია მშვიდად იყოს, სან სიროზე კი მძიმე დახვედრა ელის.

“ნორმალურია რომ მაკრიტიკებენ, მაგრამ ამისთვის არ მცალია. მატჩისთვის სრულად ფოკუსირებული უნდა ვიყო, ეს რთული და ემოციური შეხვედრა იქნება. მიხარია რომ ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები”, – თქვა დონარუმამ.

ვნახავთ ლეაუსა და კილიან მბაპეს დუელს. ერთი უკვე მსოფლიო ვარსკვლავია, შესაძლოა, საუკეთესო ფეხბურთელიც კი მსოფლიოში. უბრალოდ, ისე დიდხანს შემორჩა პარიზს, ვერც ლიგა მოიგო, ვერც ოქროს ბურთი, დღევანდელი დღის უგვირგვინო მეფეა. თავისი თაობის უპირველესი სახე.

ლეაუს კი სურს იქ იყოს სადაც კილიანია. ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, არც ახლანდელი დაუწყია ცუდად, პსჟ-ის დაცვაში ნამდვილად ვერ ვხედავ ფეხბურთელს, რომელიც ლეაუს დაიჭერს.

მეორე ტურის მატჩები

  • ფეინოორდი – ლაციო
  • სელტიკი – ატლეტიკო
  • ნიუკასლი – დორტმუნდი
  • პსჟ – მილანი
  • ლაიფციგი – ცვერნა ზვეზდა
  • იანგ ბოიზი – მანჩესტერ სიტი
  • ბარსელონა – შახტარი
  • ანტვერპენი – პორტუ
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე