სარჩევი
კარეუს პატიმრობა მიუსაჯეს | Setanta Sports
2022 ნოე 17, 21:51 შშ
1 წუთის საკითხავი

ნორვეგიის ნაკრებისა და ვალენსსიას ყოფილ ფეხბურთელს, ჯონ კარეუს გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით 14 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

43 წლის კარეუ დამნაშავედ სცნეს 2014-დან 2019 წლამდე ნორვეგიის საგადასახადო ორგანოებში თავისი შემოსავლის დაახლოებით 12,8 მილიონი კრონის (1,2 მილიონი ევრო) დამალვის გამო. კარეუ ამტკიცებდა, რომ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ მან იმავე პერიოდის განმავლობაში ნორვეგიაში 183 დღეზე მეტი გაატარა.

ის ასევე დამნაშავედ სცნეს პირადი ქონების დაფარვაში, რომელიც დეკლარილებული არ ჰქონია, საუბარია 300 მილიონ კრონზე (29 მილიონი ევრო) გარდა პატიმრობისა, კარეუ დაჯარიმდა 540 000 კრონით (52 000 ევრო). ოსლოს სასამართლომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნორვეგიის ციხის სამსახური გადაწყვეტს, როგორ მოიხდის კარეუ სასჯელს.

კარეუს ადვოკატი განაჩენზე აკეთებს აქცენტს, სადაც წერია, რომ ის დაუდევრად მოქმედებდა და არა გააზრებულად, ერთადერთი ხელჩასაჭიდი ახლა მისთვის ეს გარემოებაა.

კარეუს ვალენსიას, ლიონისა და ასტონ ვილას რიგებში უთამაშია, ნაკრების მაისური კი 91 შეხვედრაში მოირგო. კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობას მიჰყო ხელი.