სარჩევი
2023 იან 25, 15:51 შშ
1 წუთის საკითხავი

ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალში საუთჰემპტონი ნიუკასლ იუნაიტედთან 0:1 დამარცხდა. განმეორებითი მატჩი პირველ თებერვალს არის ჩანიშნული.

ნიუკასლი უკეთესი გუნდია და დამაჯერებლად მოიგო. როცა კაჭკაჭებში დიდი ინვესტიცია ჩაიდო, არავინ ელოდა, რომ ასე სწრაფად შეძლებდნენ ოთხეულში შესვლას და ტიტულისთვის ბრძოლას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხდება.

სწორად წარმართულმა სატრანსფერო პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, ედი ჰაუ ბრწყინვალედ მუშაობს, ფეხბურთელები კი თამაშიდან თამაშამდე იზრდებიან.

მატჩის გმირი ჯოელინტონი გახდა, რომელსაც ჯერ გოლი არ ჩაუთვალეს, შემდეგ ოთხი მეტრიდან გადააცილა კარს და ანტიგმირობის მთავარი კანდიდატი იყო, მაგრამ მხსნელად ისაკი გამოეცხადა, მისი დრიბლინგისა და ზუსტი პასის შემდეგ ჯოელინტონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

სენ მაქსიმენი და ისაკი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთვნენ, ალმირონისა და ვილოკის ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში დიდებულად წარმოაჩინეს თავი, მაქსიმენი და ისაკი მაინც მთავარ დამრტყმელ ძალად უნდა მივიჩნიოთ.

ნიუკასლი ძალიან საშიშ გუნდად ყალიბდება, ერთი მატჩიც და ფინალში მოუწევთ თამაში. იქ კი ნოტინგემსა და მანჩესტერს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.