ბრიუგე vs ბენფიკა – Preview

ბევრის აზრით ყველაზე სუსტი წყვილი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ერთმანეთს პლეი-ოფში მოულოდნელად გასული ბრიუგე და დასუსტებული ბენფიკა შეხვდებიან.

ბენფიკა ჯგუფურ ეტაპზე ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდა, რაშიც დიდი წვლილი ჰქონდა ენცო ფერნანდესს, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ გმირს, რომელიც უკვე ჩელსის საკუთრებაა.

ენცოს ტრანსფერი ბენფიკასთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს მათი პოლიტიკაა, – აქციონ ფეხბურთელი ვარსკვლავად და სარფიანად გაყიდონ. აიაქსთან ერთად, ამ ამბავში ბენფიკას ბადალი არ ჰყავს.

ბრიუგე vs ბენფიკა – დრო და ლოკაცია

  • ადგილი – იან ბრეიდელის სტადიონი;
  • დრო – ოთხშაბათი, 15 თებერვალი, თბილისის დროით 23:55 საათი;

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ძალიან იშვიათი ამბავია.

როგორ ფორმაშია ბრიუგე

ბელგურმა კლუბმა ბოლო ექვსი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ხუთი ფრე ითამაშა. ბოლო სამი მატჩი ზედიზედ დაასრულა ყაიმით. ასე რომ, მათ გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი ნამდვილად აქვთ.

ბრიუგემ ბოლო ექვს შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. გუნდი ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზეა.

როგორ ფორმაშია ბენფიკა

ბენფიკამ ბოლო ექვს მატჩში ოთხი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. გაიტანა 14 გოლი და გაუშვა სამი. გუნდს საშუალოდ 2.33 გოლი გააქვს.

ბენფიკა პორტუგალიის ჩემპიონატს ლიდერობს და ხუთი ქულით უსწრებს პორტუს.

სად და როგორ ვუყუროთ ბრიუგე vs ბენფიკას მატჩს

ბრიუგე – ბენფიკას მატჩი Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 23:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.

30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებს 30 %-იანი ფასდაკლების მიღება შეგიძლიათ. ამისთვის პრომო კოდის 30OFF გამოყენება დაგჭირდებათ.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე