სარჩევი
2022 დეკ 04, 10:31 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

მუხლის ტრავმის გამო ბრაზილიის ნაკრებს გაბრიელ ჟეზუსი და ალექს ტელესი გამოაკლდნენ. ბრაზილიელთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებენ.

ჟეზუსმა და ტელესმა ტრავმები კამერუნთან მატჩში მიიღეს, (ბრაზილია 0:1 დამარცხდა) მატჩის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ექიმებმაც დაადასტურეს, რომ მსგავსი ტრავმით თამაში არ შეიძლება.

თუმცა, კარგი ამბებიც არის, ნეიმარი ვარჯიშს დაუბრუნდა. თუ გავითვალისწინებთ ბრაზილიელთა საპლეიოფო ბადეს, შესაძლოა ტიტემ მისი ძირითადში დაყენება არც გარისკოს და ნელ-ნელა გაუზარდოს სათამაშო დრო. ბრაზილიას ამ ეტაპზე ამის ფუფუნება გააჩნია.

ტიტეს გუნდი მერვედფინალში სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, მეოთხედფინალში კი იაპონიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.