ბელგიის ნაკრებმა მოგებით დაიწყო

ЧС-2022. Бельгія мінімально перемогла Канаду | Setanta Sports

ვნახეთ ის, რასაც ბევრი ელოდა, – დასუსტებული ბელგიის ნაკრები, მოძლიერებული კანადა, და მიუხედავად ამისა, ბელგიელების სამი ქულა. ასევე ვნახეთ არდანიშნული თერთმეტმეტრიანი, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან 100%-იანი პენალტი იყო, მაგრამ VAR-ის კაბინაში გადაწყვიტეს, რომ მთავარი მსაჯი მონიტორთან არც კი უნდა მიეხმოთ, უბრალოდ, თავად გადაწყვიტეს რომ არ იყო საჭირო.

სწორედ ასეთ დროს ჩნდება ის კითხვა, რომელიც VAR-ის დანერგვისთანავე გაჩნდა და მას მერე არსად წასულა, – საერთოდ რა საჭიროა ეს სისტემა თუ ისევ შეცდომებს უშვებენ, თუ ისევ ხდება მოედანზე უსამართლობა? ამასთანავე კი დრო და დინამიკა იკარგება.

სამართლიანი შენიშვნაა, ფეხბურთს სული აქვს და არც თუ ისე პატიოსანი, ფეხბურთი მოტყუებაზეა, ამასაც თავის ხიბლი აქვს, გუცაევისა და ვან ნისტელროის ყვინთვებიც ცალკე სილამაზე იყო, ახლა კი ფაქტობრივად აზრის პოლიცია ზის კაბინაში, თუ გნებავთ მორალის პოლიციაც უწოდეთ, რომელიც მაინც უშვებს შეცდომებს.

კანადას შეეძლო ანგარიშის გახსნა, მიიღეს ერთი თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება, რომელიც დევისმა ვერ გამოიყენა, ტიბო კურტუა დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა,  ბელგიის ნაკრებს კი მის გარდა კევინ დე ბრუინი ჰყავს, მხოლოდ ეს ორი კაცი ანათებს, დანარჩენი დიდი სახელებისგან ან აღარაფერია დარჩენილი, ან ფეხბურთს შეეშვნენ და სახლში წავიდნენ. ბელგიის ოქროს თაობის დრო გავიდა, ახლა ეს ორი დიდი ინდივიდუალისტის გუნდია, რომელთაგანაც ერთი კარშია, მეორეს კი მაინცდამაინც კარგი თამაში ვერ ჰქონდა.

კევინი უცნაურ შეცდომებს უშვებდა, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა დასკვნით ფაზაში, ბოლო პასის დროს, გამოდის რომ ცდებოდა იმაში, რაშიც ყველაზე ძლიერია, სწორედ ამიტომ არის ეს ამბავი უცნაური. ამის გამო ბევრი კონტრშეტევა გაფუჭდა, ისეთი, რომელსაც წესით გოლი უნდა მოჰყოლოდა, გოლი თუ არა კარგი მომენტი მაინც, არაფერიც არ მოჰყვა, კევინი კი მაინც გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

კანადა იბრძოლებს ჯგუფიდან გასასვლელად, საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რაღაც მხრივ თანაბარი დონის გუნდები არიან, გამოკვეთილი არც ფავორიტია და არც აუტსაიდერი.

მატჩის ერთადერთი გოლი ბატჩუაიმ გაიტანა, პასიც კარგი მიიღო, მცველებს ზურგს უკან, ალდერვეირელდმა იკისრა ეს პასი, თავისივე ნახევრიდან. როცა მოკლე პასებით არაფერი გამოდის საუკეთესო გამოსავალი ეს არის, უბრალოდ გადააცილე ბურთი ცენტრალურ მცველებს, თუ შენი ფორვარდი სწრაფია, შანსი ყოველთვის გექნება.

დაელოდებიან ბელგიელები ლუკაკუს დაბრუნებას, ხარიხის მომატებასაც დაელოდებიან, მაგრამ ამ გუნდში მე პირადად დიდ პოტენციალს ვეღარ ვხედავ.

კანადას რაც შეეხება, მომდევნო პენალტს ალბათ ჯონათან დევიდი დაარტყამს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე