სარჩევი

გერმანიის თასზე მიუნხენის ბაიერნმა მაინცი 4:0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. სადებიუტო მატჩი ჩაატარა ჟოაუ კანსელუმ და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

კანსელუ უნივერსალური ფეხბურთელია, ყველაფერთან ერთად ეს უპირატესობაც აქვს და ორივე ფლანგზე წარმატებით შეუძლია თამაში. ბაიერნში სადებიუტო მატჩი მარჯვენა ფლანგზე ჩაატარა.

მეჩვიდმეტე წუთზე მის გამოზომილ ჩაწოდებას ჩუპო-მოტინგი დახვდა მარკო ვან ბასტენივით და ლამაზი გოლით ანგარიში გაიხსნა.

ამის შემდეგ მუსიალამ, ზანემ და დევისმაც გამოიჩინეს თავი.

მატჩის შემდეგ კანსელუზე კომენტარი კიმიხმა გააკეთა:

ძალიან მაღალი ხარიხსი და შესაძლებლობები აქვს, ვფიქრობ მასთან ერთად ყველაფერი უფრო მხიარულად ჩაივლის”.

ბაიერნი თასის შემდეგ ეტაპზეა, ბუნდესლიგას ლიდერობს, ძალიან საინტერესო მატჩი ელის ჩემპიონთა ლიგაზე სენ ჟერმენთან, და ასე მშვიდ გუნებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველიც დაიმატეს.

ერთი სიტყვით, მიუნხენში ყველაფერი რიგზეა.