სარჩევი
2023 თებ 06, 13:38 შშ
1 წუთის საკითხავი

ბარსელონამ საკუთარ მოედანზე სევილია დაამარცხა და 8 ქულით გაუსწრო მადრიდის რეალს, რომელმაც მალიორკასთან წააგო გასვლაზე. (1:0)

მატჩის დასაწყისში ტრავმა მიიღო სერხიო ბუსკეტსმა, მოედანი მალევე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენი გაუცდება, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მანჩესტერთან შეხვედრას გამოტოვებს.

ჩავი ერნანდესი მთელი სეზონის მანძილზე ეძებდა ოპტიმალურ ტაქტიკას, მიაგნო კიდეც, 4-5-1 იდეალური აღმოჩნდა ამ გუნდისთვის, შეტევის დროს 3-4-3 ზე ეწყობა, მაგრამ ბუსკეტსის ტრავმა ყველაფერს აფუჭებს. ახლა დიდი შანსია ბარსა ისევ 4-3-3-ს დაუბრუნდეს, რაც ჩავის ფორმაციის ბარსასთვის ნაკლებად ეფექტიანია.

ანგარიში ჟორდი ალბამ გახსნა, რომელსაც დიდი დრო აღარ ეძლევა მიმდინარე სეზონში. კაპიტნის სამკლავური გადაიბარა და გოლიც გაიტანა.

ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა რაფინიას, მაგრამ ჩავი ბოლომდე ენდო, დასკვნით ეტაპამდე არ შეუცვლია და შედეგიც მიიღო – რაფინიას პასით გავიმ ანგარიში ორამდე გაზარდა.

ალბას პასის შემდეგ კი იმავე რაფინიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბარსელონა მომდევნო შეხვედრას ვილიარეალთან გამართავს.