სარჩევი
2023 თებ 02, 12:12 შშ
1 წუთის საკითხავი

ბარსელონამ ბეტისი დაამარცხა და მადრიდის რეალს უკვე რვა ქულით გაასწრო. თუმცა, ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. რეალი დღეს ვალენსიას მიიღებს ბერნაბეუზე.

ბარსელონამ სეზონის წინ დაცვის გაძლიერებაზე იზრუნა და შდეგიც კარგი მიიღო, გუნდს ბეტისთან შეხვედრამდე 18 ტურში მხოლოდ ექვსი გოლი ჰქონდა გაშვებული, ამ ექვსიდან სამი კლასიკოში გაუშვა.

ბეტისთან მატჩით პირველი წრე დასრულდა. კუნდემ ბოლო წუთებზე თავის კარში გაიტანა და გამოვიდა რომ ბარსელონამ პირველ წრეში მხოლოდ 7 გოლი გაუშვა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ჩემპიონთა ლიგაზე, გადამწყვეტი მატჩების წინ კუნდემ, არაუხომ და კრისტენსენმა ტრავმები მიიღეს, ამით აიხსნება მათი ჩავარდნა, ბარსა კარგ სეზონს ატარებს, სუპერ თასი უკვე მოიგეს და ლა ლიგასაც ლიდერობენ.

ჩავის გუნდმა 2:1 მოიგო ბეტისთან. მთელი მატჩი მათი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში რაფინიამ გახსნა ბალდეს გარღვევის შემდეგ. დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებულმა ლევანდოვსკიმ კი მეორე გოლი შეაგდო.

ჩავი კმაყოფილი დარჩა:

კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, პირველი წრე დასრულდა და მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით ბერნაბეუზე. თუმცა, ყველაფერი წინ არის, მოდუნების უფლება არ გვაქვს”.

ანდრეს ინიესტასთან ერთად პედრი ესპანური ფეხბურთის უდიდესი ტალანტია. გავის ხილვა ექვსნომრიანი მაისურით ძალიან ამაღელვებელი იყო, ერთ დროს ამ ნომერს მე ვატარებდი”.

19 მატჩში ერთი მარცხი და 7 გაშვებული გოლი – ბარსა ლა ლიგის მთავარი ფავორიტია.