სარჩევი
2023 მარ 01, 16:25 შშ
1 წუთის საკითხავი

დღეს არსენალი ევერტონს უმასპინძლებს. ლონდონელები ეცდებიან მდევართან სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდონ, ევერტონი კი ეცდება გასავარდნ ზონას მოსცილდეს.

დრო და ადგილი

  • სტადიონი – ემირეიტსი;
  • დრო – თბილისის დროით 23:45 წუთი;

ბოლო მატჩები

  • ევერტონმა ბოლო ხუთი მატჩიდან სამი წააგო და ორი მოგებით დაასრულა;
  • არსენალმა ბოლო ხუთი მატჩიდან ორი წააგო, ორი მოიგო და ერთი ყაიმით დაასრულა;

დანაკლისი

არსენალს დეკემბრის დასაწყისიდან აკლია გაბრიელ ჟეზუსი, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს და უკვე 13 შეხვედრა გამოტოვა. იანვარში კი დაშავდა ელნენი, რომელმაც უკვე 9 შეხვედრა გამოტოვა.

ევერტონის მხრიდან, დანამდვილებით არ იქნება თაუსენდი, რომელსაც ჯვარედინი იოგების ტრავმა აქვს და უკვე 40 მატჩი გამოტოვა. არ იქნება პატერსონი, რომელსაც ასევე მუხლის ტრავმა აქვს.